ვადაგადაცილებული ორსულობა

ვადაგადაცილებული ორსულობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ვადაგადაცილებული ორსულობა – ორსულობის გახანგრძლივება 41-42 კვირაზე მეტხანს. გადასხვავებენ ნამდვილ და ცრუ გახანგრძლივებულ  ორსულობას.
სამეანო პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნამდვილ გახანგრძლივებულ  ორსულობას, რომლის სიხშირეა 10%.
გახანგრძლივების მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის; მათ მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებები, ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს აგზნებადობის დაქვეითება, ნაყოფის პათოლოგიური ცვლილებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

გახანგრძლივებული ორსულობა ხასიათდება სამშობიარო მოქმედების არარსებობით სავარაუდო ვადის გასვლის შემდეგ; ორსული წონაში აღარ მატულობს, მუცლის გარშემოწერილობა მცირდება 5-10 სმ-ით სანაყოფე წყლების გაწოვის შედეგად; ნაყოფი დიდი ზომისაა.
ამნიოსკოპიით ნახულობენ მეკონიუმის მინარევებს სანაყოფე წყლებში. სანაყოფე წყლების გამოკვლევისას, რომელიც მიღებულია ამნიოცენტეზით, ვლინდება გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება 0,1 გ/ლ და ქვევით (ნორმა 0,2 – 0,5 გ/ლ). შარდში ესტრიონის შემცველობა დაქვეითებულია.
საშოს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობით შუალედური უჯრედები და არ არის გარქოვანებული უჯრედები.
ნაყოფი იმყოფება სახიფათო მდგომარეობაში (ხშირია მუცელშიგა ჰიპოქსია და ნაყოფის სიკვდილი).

მშობიარობის დროს წარმოიქმნება ქალაშიდა სისხლჩაქცევისა და ასფიქსიის საშიშროება.

მკურნალობა

როდესაც დაგვიანებულ ორსულობას თან ახლავს სხვა გართულებები, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა.


ვადაგადაცილებული ორსულობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ვადაგადაცილებული ორსულობა – ორსულობის გახანგრძლივება 41-42 კვირაზე მეტხანს.
📅 გახანგრძლივების მიზეზები შეიძლება იყოს:
➡ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებები;
➡ ენდოკრინული დარღვევები;
➡ საშვილოსნოს აგზნებადობის დაქვეითება;
➡ ნაყოფის პათოლოგიური ცვლილებები და სხვა;
⭕️ გახანგრძლივებული ორსულობა ხასიათდება სამშობიარო მოქმედების არარსებობით სავარაუდო ვადის გასვლის შემდეგ.
🔵 ორსული წონაში აღარ მატულობს, მუცლის გარშემოწერილობა მცირდება 5-10 სმ-ით სანაყოფე წყლების გაწოვის შედეგად.
👉 გაიგეთ მეტი ვადაგადაცილებული ორსულობის შესახებ – https://bit.ly/3lQLjDD
#ვადაგადაცილებულიორსულობა #ორსულობა #ორსულობისვადები #ორსულობის41კვირა #ორსულობის42კვირა #ორსულობისგახანგრძლივება #ორსულობისგახანგრძლივებისმიზეზები #ცნსცვლილებები #ენდოკრინულიდარღვევები #საშვილოსნოსშეკუმშვა #საშვილოსნოსაგზნებადობისდაქვეითება #ნაყოფისგანვითარება #ნაყოფისპათოლოგიურიცვლილებები #სამშობიარომოქმედება #ნაყოფისწონა #ნაყოფისზომა #მშობიარობა #ბუნებრივიმშობიარობა #საკეისროკვეთა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20  21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41ვადაგადაცილებული ორსულობა  2. ორსულობა და მშობიარობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.