ორსულობის მე-4 კვირა

ორსულობის მე-4 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულობის მე-4 კვირა – ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე  ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 0,36-დან 1 მმ-მდეა.
მე-4 კვირიდან იწყება ნაყოფის განვითარების ემბრიონული პარიოდი, რომელიც გრძელდება ორსულობის მე-10 კვირის ბოლომდე.

ორგანოების ფორმირება

ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება; ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებასაც კი იწყებს. ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი. სწორედ ისინი წარმოადგენენ საწყისს სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ფორმირებისათვის.
შიგნითა შრე – (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე.
შუა ფურცლიდან (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმლები, სისხლძარღვები და გული.
გარეთა ფურცელიდან – (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა.
შემდგომში თითოეული ფურცლის უჯრედები იკავებენ თავთავის ადგილებს. იწყება ემბრიონის თავის ფორმირება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისათვის.

ჩანასახგარე ორგანოები

ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე აქტიურად ვითარდება ჩანასახისგარე ორგანოები (ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი). სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნაყოფის კვებას, სუნთქვას და სხვ.
ქორიონი ხელს უწყობს პლაცენტის გენერაციას, ხოლო ამნიონი – სანაყოფე ბუშტისას. ორსულობის პირველი 12 კვირა თქვენი მომავალი ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და კრიტიკული პერიოდია.
იწყება პლაცენტის ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების წარმოქმნაში, ასევე უზრუნველყოფს ბავშვს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ყვითელი სხეული

როდესაც ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი დატოვებს საკვერცხეს, გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წარმოიქმნება ე. წ. ყვითელი სხეული (corpus luteum). ყვითელი სხეული სითხით ავსებული პატარა ბუშტუკია.
მასში ხდება სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონთა პროდუცირებისათვის, როგორიცაა პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ადრეულ სტადიებზე ორსულობის შესანარჩუნებლად.
ყვითელი სხეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირეებზე, ვინაიდან გამოიმუშავებს პროჟესტერონს.
მოგვიანებით, ორსულობის მე-8 – 12 კვირაზე, ამ ფუნქციას თავის თავზე იღებს პლაცენტა. ყვითელი სხეული დაახლოებით ცოცხლობს 6 თვემდე. აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/


ორსულობის მე-4 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-4 კვირა
📌 ორსულობის მე-4 კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება

🖇 ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი:
📎 შიგნითა შრე (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე;
📎 შუა ფურცელი (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმლები, სისხლძარღვები და გული;
📎 გარეთა ფურცელი (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა
🔎 ორსულობის მე-4 კვირაზე აგრეთვე აქტიურად ვითარდება ჩანასახისგარე ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაყოფის კვებას, სუნთქვას და სხვა:
➡ ქორიონი – ხელს უწყობს პლაცენტის გენერაციას;
➡ ამნიონი – ხელს უწყობს სანაყოფე ბუშტის გენერაციას;
➡ ყვითრის პარკი;
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3SFgTzD
#ორსულობა #ფეხმძიმობა #ორსულობისკვირები #ორსულობისმეოთხეკვირა #ენდოდერმა #მეზოდერმა #ექტოდერმა #ჩანასახოვანიშრეები #ქორიონი #ამნიონი #ყვითრისპარკი #ნაყოფიმეოთხეკვირაზე #ნაყოფისგანვითარება #ნაყოფისფორმირება #ორგანოებისჩამოყალიბება #ამნიონურისითხე #პლაცენტა #ემბრიონი #საშვილოსნო #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”