ორსულობის 21–ე კვირა

ორსულობის 21–ე კვირა

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


როგორ იცვლება ბავშვი

ბავშვის წონა ორსულობის 21–ე (ოცდამეერთე) კვირაზე დაახლოებით 300–370 გრამს შეადგენს. მთლიანად არის ჩამოყალიბებული წარბები და ქუთუთოები. ეჭვი არაა, ამ პერიოდში კარგად გრძნობ მის მოძრაობას.
ბუნებრივია, პატარას წარმოდგენაც კი არ აქვს შენი დღის განრიგის შესახებ; ასე რომ, არ გაგიკვირდეს, თუ იგი მაშინ დაიწყებს აქტიურ მოძრაობას, როდესაც ისვენებ.
თანაც, დასვენების დროს და ღამით დაძინების წინ გულდასმით აყურადებ შენი ნამცეცას ყველა გაფაჩუნებას და ალბათ, ხშირად მისი მოძრაობები იმაზე აქტიურადაც გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.
ორსულობის 21–ე (ოცდამეერთე) კვირას ნაყოფი ჯერ კიდევ ნება–ნება გადაადგილდება საშვილოსნოში. ჩვეულებრივ, ორსულობის ამ ტრიმესტრის მიწურულს, ნაყოფი გარკვეულ მდგომარეობაში ჩერდება (გინეკოლოგები ამას წინამდებარეობას უწოდებენ). თუმცა, ზოგჯერ ნაყოფი ორსულობის გვიან პერიოდამდე აგრძელებს ჩვეულ მოძრაობას.

ბავშვის სქესი

ჯერ კიდევ არ იცი შენი მემკვიდრის სქესი? წესით, სწორედ ამ პერიოდში უნდა გაგგზავნონ მეორედ ულტრაბგერით გამოკვლევაზე, რაც დაგეხმარება არა მარტო სქესის, არამედ საერთო სიტუაციის გარკვევაში.
ამ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით იწყებენ ფუნქციონირებას ენდოკრინული სისტემის ორგანოები: ჰიპოფიზი, ეპიფიზი, ასევე –– თირკმელზედა, კუჭქვეშა, ფარისებრი და სხვა ჯირკვლები. მათ მიერ გამოყოფილი ჰორმონები დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდა–განვითარებაზე.
ამავე პერიოდში უყალიბდება ნაყოფს იმუნიტეტი, რასაც ხელს უწყობს დედისგან პლაცენტის მეშვეობით მიწოდებული იმუნური სხეულები.
სწრაფი ტემპით ვითარდება თავის ტვინი და ყალიბდება ვესტიბულარული აპარატიც.

მეკონია, ანუ პირველყოფილი გამონაყოფი –– ეს არის სანაყოფე სითხის ნარჩენები, რომლის გადამუშავებაც ნაყოფის საჭმლის მომნელებელმა სისტემამ ვერ შეძლო. ამ ნივთიერების შეფერილობა იცვლება მოშავო–მომწვანოდან ღია ყავისფრამდე.
მეკონია გამოიყოფა ბავშვის მსხვილი ნაწლავიდან მის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაბადების პროცესში და დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყურადღება მიადევნონ, დაბადების პროცესში ბავშვი გამოყოფს თუ არა ამ მასას.

თუ ბავშვს ნაწლავის შევიწროება განუვითარდა და მეკონია სანაყოფე სითხეში მოხვდა, შესაძლოა ბავშვმა იგი ჩაყლაპოს. თუ მეკონია ფილტვებში მოხვდა, გამორიცხული არაა, ამან პნევმონია გამოიწვიოს.
ამიტომ, როდესაც მეანე ქალი შენიშნავს, რომ ბავშვის პირში მეკონია მოხვდა, იგი პატარა მილაკის გამოყენებით აცილებს მას. ნაყოფის ნაწლავის შევიწროება შეიძლება გამოწვეული იყოს ტკივილით, რომელსაც ბავშვი განიცდის.
ასე რომ, სანაყოფე სითხეში მეკონიას არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ პატარას რაღაც აწუხებს.
იდეალურ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად რაიმე პრობლემა არ განვითარდა, თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობ.
წონაში 4,5–დან 6,3 კილოგრამამდე იმატებ. როგორც იტყვიან ხოლმე, ჯერ სპილოს ზომამდე არ მიგიღწევია. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორსულობის პირველი ნახევრის მთელი უსიამოვნებები უკან დაგრჩა.

როგორ იცვლები შენ

მოდუნდი და დატკბი –– წინ მესამე ტრიმესტრია, როდესაც ბავშვი კიდევ უფრო მძიმე და მოძრავი ხდება. თუმცა, ეს კვირა მაინც არ გადის პატარა უსიამოვნებების გარეშე: ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობა ზოგჯერ მუწუკების გამონაყარს აჩენს.
თუ ეს პრობლემა შენც შეგექმნება, დღეში ორჯერ იხმარე თხევადი, მსუბუქი კოსმეტიკური საშუალებები, მაგრამ არცერთ შემთხვევაში – წამალი, განსაკუთრებით კი ჰორმონალური პრეპარატები.
უნდა იცოდე ისიც, რომ ამ პერიოდში შენი ორგანიზმი მიდრეკილია ვენების ვარიკოზული გაგანიერებისკენ (განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, თუ ეს დაავადება შენს დედასაც აწუხებს).
ამის მიზეზი ისაა, რომ ორსულობა ფეხებს დატვირთვას უზრდის; ამავე დროს, ვენები, სისხლის გაზრდილი მოცულობა და პროგესტერონის დონის მომატება სისხლძარღვთა კედლებს ასუსტებს.
მთავარია, ეს დაავადება ადამიანს არ დაემართოს, რადგან მას გაუარესების ტენდენცია ახასიათებს.
თუ გაგანიერება გაჩნდა, ვენების მდგომარეობა ყოველი მომდევნო ორსულობის დროს კიდევ უფრო რთულდება. ის შეიძლება არა მარტო ფეხებს, არამედ ვულვასაც განუვითარდეს.
თუ ფეხები გტკივა, აუცილებლად იხმარე სპეციალური სამედიცინო სახვევები; ისეირნე ფეხით, რაც გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ძილის დროს ფეხები ბალიშზე, ანუ ოდნავ მაღლა დააწყე. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 21-ე კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 21–ე კვირას ნაყოფი ჯერ კიდევ ნება–ნება გადაადგილდება საშვილოსნოში.
📍 ჩვეულებრივ, ორსულობის ამ ტრიმესტრის მიწურულს, ნაყოფი გარკვეულ მდგომარეობაში ჩერდება (გინეკოლოგები ამას წინამდებარეობას უწოდებენ).
⭕ თუმცა, ზოგჯერ ნაყოფი ორსულობის გვიან პერიოდამდე აგრძელებს ჩვეულ მოძრაობას.
📌 ამ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით იწყებენ ფუნქციონირებას ენდოკრინული სისტემის ორგანოები:
✔️ ჰიპოფიზი;
✔️ ეპიფიზი;
✔️ თირკმელზედა ჯირკვალი;
✔️ კუჭქვეშა ჯირკვალი;
✔️ ფარისებრი და სხვა ჯირკვლები.
🧪 მათ მიერ გამოყოფილი ჰორმონები დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდა–განვითარებაზე.
💢 ამავე პერიოდში უყალიბდება ნაყოფს იმუნიტეტი, რასაც ხელს უწყობს დედისგან პლაცენტის მეშვეობით მიწოდებული იმუნური სხეულები.
🧠 სწრაფი ტემპით ვითარდება თავის ტვინი და ყალიბდება ვესტიბულარული აპარატიც.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ – https://bit.ly/3KbIoyQ
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის21კვირა #21კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #21კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #სპაზმი #გამონაჯონიმკერდიდან #წონისმატება #გულძმარვა #ფრჩხილებისზრდა #მეტეორიზმი #ბოჭკოვანიდიეტა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”