ორსულობის მე-7 კვირა

ორსულობის მე-7 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ორსულობის მე-7 კვირა – ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირისთვის თქვენი პატარას სიგრძე 8 მმ-მდე, წონა კი დაახლოებით 0,8 გრამამდეა. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ის, რომ განვითარებად ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება მტევნები და ტერფები!
ტექნიკურად თქვენი პატარა ჯერ კიდევ
ემბრიონად ითვლება და აქვს პატარა კუდი – კუდუსუნის გაგრძელება. ორ კვირაში კუდი ქრება. ბავშვი სწრაფად ვითარდება და წინა კვირასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მატულობს ზომებში.
რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით თქვენი პატარას ქუთუთოების ნაკეცებს, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ თვალებს, ასევე პატარა ცხვირსა და გამჭირვალე კანქვეშ განლაგებულ წვრილ ვენებს.
ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე განვითარებას განაგრძობს ტვინის ნახევარსფეროები. გული უკვე გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა საკნებად. ფილტვებში ჩნდება ბრონქების ჩანასახები;
ვითარდება თირკმლები, აქტიურად იზრდება
ნაწლავი. ფუნქციონირებას იწყებს ღვიძლიც, რომელიც სისხლმბადი ფუნქცია ენიჭება.

როგორ იცვლება ქალი

თქვენი საშვილოსნოს ზომა განვლილი 5 კვირის განმავლობაში ორჯერ მატულობს ზომაში (ორსულობადე საშვილოსნო მუშტისოდენაა, ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე ის უკვე მომატებულია ზომაში და მოგვაგონებს დიდი ზომის ფორთოხალს).
ვინაიდან საშვილოსნო ზომაში მატულობს, შესაძლებელია პერიოდულად იგრძნოთ სპაზმები და ტკივილიც კი მუცლის ქვემო ნაწილში. ზოგი ქალი გრძნობს საშვილოსნოს შეკუმშვასაც.
სისხლის მოცულობის ზრდისა და თირკმლების მიერ დამატებითი სითხის გამომუშავების გამო (ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე სისხლის მოცულობა 10%-ითაა მომატებული. ხოლო ორსულობის ბოლოს იმისათვის რომ პატარა უზრუნველყოფილი იქნეს საკმარისი სითხით, ეს ციფრი 40 – 45%-ით მატულობს), ხშირდება შარდვა. შარდვის გახშირებას იწვევს აგრეთვე შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის ზრდა.
ქალების დაახლოებით 50%-ს, რომელთაც ადრეულ სტადიებზე დაეწყოთ ტოქსიკოზი, ორსულობის დაახლოებით მე-14 კვირისთვის მისი ყველა ნიშნები უქრებათ. დანარჩენ 50%-ს კიდევ ერთ თვეს უგრძელდება ტოქსიკოზი.
ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე საშვილოსნოს ყელის ლორწო სქელდება და წარმოქმნის ე. წ. ლორწოვან საცობს. ლორწო ყელს სცილდება მშობიარობის დაწყების წინ.
მე-7 კვირაზე სარძევე ჯირკვლის არეოლები იცვლის ფერს – მუქდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/ 

 


ორსულობის მე-7 კვირა FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-7 კვირა
🖇 ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ის, რომ თქვენი პატარას განვითარებად ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება მტევნები და ტერფები!

🧠 ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირაზე განვითარებას განაგრძობს ტვინის ნახევარსფეროები
🫀 გული უკვე გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა საკნებად
🫁 ფილტვებში ჩნდება ბრონქების ჩანასახები
👩‍🦰 რაც შეეხება ცვლილებებს ქალის ორგანიზმში, საშვილოსნოს ზომა განვლილი 5 კვირის განმავლობაში ორჯერ მატულობს, რის გამოც შესაძლებელია პერიოდულად იგრძნოთ სპაზმები და ტკივილიც კი მუცლის ქვემო ნაწილში
🚽 ამ პერიოდში ორსულებს აღენიშნებათ ხშირი შარდვა, რაც განპირობებულია ორი მიზეზით:
1️⃣ სისხლის მოცულობის ზრდისა და თირკმლების მიერ დამატებითი სითხის გამომუშავების გამო;
2️⃣ შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის ზრდის გამო;
👉 შეიტყვეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3CyZ3IQ
#ორსულობა #მშობიარობა #ორსულობისმეშვიდეკვირა #ორსულობისმე7კვირა #7კვირისორსული #7კვირისნაყოფი #ნაყოფი7კვირისასაკში #ნაყოფისგანვითარება #კიდურებისგანვითარება #ტვინისფორმირება #გულისფორმირება #ბრონქებისფორმირება #ფილტვებისფორმირება #ცვლილებებიორსულობისდროს #ხშირიშარდვა #ხშირიშარდვისმიზეზები #ხშირიშარდვაორსულებში #სისხლისგაზრდილიმოცულობა #ორსულობისკვირები #ორსულობისთითოეულიკვირა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”