ორსულობის მე-13 კვირა

ორსულობის მე-13 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ორსულობის მე-13 (მეცამეტე) კვირაზე ნაყოფს ხელებზე უკვე კარგად ემჩნევა თითები და ვენები. თავის ზომა  მთელი ნაყოფის ერთ მესამედს შეადგენს.
თუ გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, გახსოვდეს, რომ მე–13 კვირას მის საკვერცხეებში 2 მილიონზე მეტი კვერცხუჯრედი წარმოიშვება. გარკვეულწილად, შენს მუცელში უკვე არსებობენ შენი პოტენციური შვილები და შვილიშვილები. ნაყოფი 28 გრამს იწონის, მისი სიგრძე კი დაახლოებით 7 სანტიმეტრია.
მუცლადყოფნის პერიოდში, როგორც წესი, თანდაყოლილი ნაკლი ან დაავადება ნაყოფს ჯერ არ აღენიშნება. თუმცა, ნარკოტიკების ან სხვა ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას, როგორიცაა, მაგალითად, გადატვირთვა ან რადიაცია, შეუძლია ნაყოფის მთელი რიგი მნიშვნელოვანი უჯრედების განადგურება. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდე ნებისმიერ სარისკო ფაქტორს.

ორსულობის მე-13 (მეცამეტე) კვირიდან იწყება ნაყოფის აქტიური ზრდა, რაც 24–ე კვირას მთავრდება. თუ შევადარებთ მე–7 კვირის მონაცემებს, მე–13 კვირაში ნაყოფი ორჯერ დიდია. წონაში ცვლილება შენს პატარას უკვე მე–8, მე–10 კვირიდან აშკარად ეტყობა.

როგორ იცვლები შენ

პირველი ტრიმესტრი დამთავრებულია.
მუცლის მოწყვეტის რისკი რამდენჯერმე შემცირდა. მეორე ტრიმესტრი გაცილებით კომფორტულ პერიოდად ითვლება – აღარ გაქვს არც ადრეული ტოქსიკოზი, აღარც გართულებული მოძრაობა.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ამ პერიოდში ბევრ წყვილს ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვა საგრძნობლად ეზრდება.
დატკბი, სანამ ჯერ კიდევ არ ხარ ძალიან დიდი და მოძრაობა შენთვის სერიოზულ პრობლემად არ ქცეულა. მართალია, მშობიარობას თვეები უკლია, მაგრამ ორსულობის მე-13 (მეცამეტე) კვირას შენი მკერდი უკვე გამოიმუშავებს რძის ხსენს, რომლითაც ახალშობილი უნდა კვებო შენი პატარა.
ყურადღება! ქალების უმრავლესობას რძე მშობიარობის პირველივე დღეებში კი არ უდგება სარძევე ჯირკვლებში, არამედ –– რამდენიმე დღის შემდეგ. მანამდე, ბავშვი ზედმეტად არ უნდა კვებო, ენდე ბუნებას!

ქავილი

ქავილი (pruritus gravidarum) ფეხმძიმობის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. კანზე ყოველთვის არსებობს დაზიანებული ადგილები, რომლებიც იქერცლება. ფეხმძიმეთა დაახლოებით 20% იტანჯება ქავილით. ეს განსაკუთრებით ორსულობის მე-13 (მეცამეტე) კვირას იწყება.
ქავილი იწყება მეორე ფეხმძიმობის, ან კონტრაცეპციული აბების გამოყენების დროს. იგი თავად ბავშვს არანაირ საფრთხეს არ უქადის. ქავილის განკურნება ანტიჰისტამინური ან დამამშვიდებელი  ლოსიონით არის შესაძლებელი, რომელიც მენთოლს ან ქაფურს შეიცავს. ზოგჯერ კი მკურნალობა სრულებით არაა საჭირო, რადგან ქავილი თავისით ცხრება.

კვება ერთდროულად ორი ადამიანისთვის

შენთვის აუცილებელია, საკუთარი რაციონი დღეში 300 კილოკალორიამდე გაზარდო. თუმცა, ერიდე დიდი რაოდენობით მშრალი საკვების მიღებას.
მაინცდამაინც ციფრებს ნუ მიეჯაჭვები. თუ ჯანსაღ საკვებს მიირთმევ და შენი ექიმი ამით კმაყოფილია, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ კალორიების რაოდენობას. ბოლოს და ბოლოს, ათასში ერთხელ ხომ მაინც უნდა გაანებივრო საკუთარი თავი. ძირითადი საკვები ნივთიერებები, შენთვისაც და ნაყოფისთვისაც, არის პროტეინი (ცილა), რკინა და კალციუმი.
ცილა. ცილის მისაღებად, რაციონში აუცილებლად უნდა ჩართო: მჭლე ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, კაკალი, ლობიო და სოიოსგან დამზადებული პროდუქტები. ომეგა–3 მჟავებისა ცილების მისაღებად ასევე კარგია თევზი.
რკინა. ძალზე მნიშვნელოვანია, რკინა დიდი რაოდენობით მიიღო. ეს დაგიცავს რკინადეფიციტური ანემიისგან, რაც ბევრი ფეხმძიმესთვის სერიოზული პრობლემაა. შენი ორგანიზმი ცხოველური საკვებისგან უკეთ შეითვისებს რკინას, ვიდრე – მცენარეული საკვებისგან. რკინის საუკეთესო წყარო მჭლე ხორცია.  ვეგეტარიანელებისთვის კი მუხუდოსა და ისპანახის მირთმევა საუკეთესო გამოსავალია. სხვათა შორის, რკინის შეთვისებას ხელს უწყობს C ვიტამინი; ამიტომ, აუცილებელია, ერთმანეთს შეუთავსო რკინისა და C ვიტამინის შემცველი საკვები. თუმცა, რაც არ უნდა ბევრი რკინაშემცველი საჭმელი მიირთვა, ეს საკმარისი არაა.  ექიმი აუცილებლად გამოგიწერს რკინის შემცველ პრეპარატებს.

კალციუმი

ალბათ, იცი, რომ კალციუმი ბავშვს ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის სჭირდება. თუ ამ ნივთიერებას საკმაო რაოდენობით არ მიიღებ, ნაყოფი შენს დაუკითხავად აიღებს, რაც მას სჭირდება. შენ კი აუცილებლად დაკარგავ კალციუმს საკუთარი ძვლებიდან და კბილებიდან. თუ დედასაც და ბავშვსაც კალციუმი საკმაოდ ექნებათ, ახალშობილს, კბილებთან დაკავშირებით, გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, პრობლემები არ შეექმნება. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის მე-13 კვირა – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-13 კვირას ნაყოფს ხელებზე უკვე კარგად ემჩნევა თითები და ვენები. თავის ზომა მთელი ნაყოფის ერთ მესამედს შეადგენს
💉 მუცლადყოფნის პერიოდში, როგორც წესი, თანდაყოლილი ნაკლი ან დაავადება ნაყოფს ჯერ არ აღენიშნება, თუმცა, ნარკოტიკების ან სხვა ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას, როგორიცაა, მაგალითად, გადატვირთვა ან რადიაცია, შეუძლია ნაყოფის მთელი რიგი მნიშვნელოვანი უჯრედების განადგურება

❗️ მართალია, მშობიარობას თვეები უკლია, მაგრამ ორსულობის მე-13 კვირას შენი მკერდი უკვე გამოიმუშავებს რძის ხსენს, რომლითაც ახალშობილი უნდა კვებო შენი პატარა
🔴 ამ პერიოდში ქავილი ფეხმძიმობის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია
🩹 ქავილის განკურნება ანტიჰისტამინური ან დამამშვიდებელი ლოსიონით არის შესაძლებელი, რომელიც მენთოლს ან ქაფურს შეიცავს
📎 ზოგჯერ კი მკურნალობა სრულებით არაა საჭირო, რადგან ქავილი თავისით ცხრება
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეულ კვირაზე – https://bit.ly/3gLBrrP
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის13კვირა #13კვირისნაყოფი #ორსულთაკვება #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #ორსულობისკვირები #13კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ტესტოსტერონი #ესტროგენი #ნაყოფისზომა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”