mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები

გადასვლა საწყის გვერდზე

როგორ იზრდება პატარა

week9ორსულობის მე-9 კვირაზე ნაყოფის სიგრძე 22 – 30 მმ, წონა კი დაახლოებით ერთი გრამია. ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს. ამ პერიოდში გული უკვე 4 საკნადაა გაყოფილი (2 წინაგული და 2 პარკუჭი). ფორმირებას იწყებს კბილების ჩანასახები. ორსულობის მე-9 კვირაზე ემბრიონის ,,კუდი“ საერთოდ აღარ ჩანს. თანდათანობით ვითარდებიან ორგანოები, კუნთები, ნერვები. მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება – მე-9- კვირაზე იწყება ნათხემის ფორმირება (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინირებას).

იწყება თირკმელზედა ჯირკვლების ტვნინოვანი ნაწილის განვითარებაც; პირველადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატულია, თუმცა კიდევ ერთი-ორი კვირაა საჭირო სქესის ზუსტი ინდენტიფიცირებისათვის. ორსულობის მე-9 კვირაზე სრულადაა ფორმირებული თვალები, თუმცა 27 კვირამდე მათ ქუთუთოები ფარავს. ყურები, პირი, ცხვირი, ცხვირის ნესტოები უკვე კარგადაა გამოხატული. ბავშვის ხელები და ფეხები შესამჩნევად დაგრძელებულია. ფეხებზე ჩანს თითებიც. პლაცენტა საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ჰორმონთა გამომუშავების ძირითადი დატვირთვაც სწორედ მასზე მოდის. ამიერიდან, როცა ბავშვის ფიზიოლოგია უკვე განსაზღვრულია, იგი სწრაფად იწყებს წონაში მატებას.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის მე-9 კვირაზე ჯერ კიდევ არ გეტყობა, რომ ორსულად ხარ. ტოქსიკოზი, ხასიათის ცვალებადობა, გადაჭარბებული ემოციურობა თითქმის ჩვეულ მოვლენად გექცა. ორსულებს ძალიან აინტერესებთ საკუთარი წონა და ხშირად აკონტროლებენ მას. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენი წონის მატებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის.

თქვენ სხეულში მიმდინარე ცვლილებები – საშვილოსნოს, მკერდის, ასევე სისხლისა და ლიმფის  მოცულობის ზრდა, განაპიროებენ თქვენი წონის მატებას. ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად თქვენს ორგანიზმში ხდება საკვები ნივთიერებების დაგროვება ხოლო ორგანიზმში ცხიმების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზია ბავშვის რძით კვებისათვის მომზადება.

გადასვლა საწყის გვერდზე

Viewed 9910 times by 3485 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები