ორსულობის 28-ე კვირა

ორსულობის 28-ე კვირა

ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას ბავშვის წონა უკვე ერთ კილოგრამს აღემატება და 1100 გრამს შეადგენს. სიგრძე 35 სანტიმეტრია. თვალებზე წამწამებიც შეიმჩნევა.
მხედველობა იმდენად აქვს განვითარებული, რომ უკვე ხედავს შუქს, რომელიც მუცელში აღწევს.
ტვინში მილიარდობით ნეირონი ვითარდება (თუ აქამდე ნაყოფის ტვინი სრულებით გლუვი იყო, 28-ე კვირას წარმოიქმნება ტვინისთვის დამახასიათებელი ღარები და ნაოჭები), იზრდება ტვინის წონა.
გრძელდება კანქვეშა ცხიმის დაგროვება, ბავშვი მუცლის გარეთ ცხოვრებისთვის ემზადება.


♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები
♥ ორსულთა მაისურები
♥ ორსულთა შარვლები
♥ ორსულთა შორტები
♥ ორსულთა ქამრები
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი
♥ ორსულთა ქვედა საცვლები 
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები 
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის 
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის 
♥ თეთრეული ორსულთათვის 
♥ ჯინსები ორსულთათვის 
♥ კოლგოტები ორსულთათვის  
♥ ტოპები ორსულთათვის  
♥ კომპრესიული წინდები ორსულთათვის  


ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას ინტენსიურად გრძელდება ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბება. დიდ მნიშვნელობას იძენს ზრდის ჰორმონი, რომელსაც ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.
ვითარდება ფარისებრი, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლები.
შენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ შენი ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლები თავისუფლდება ორმაგი დატვირთვისგან და მეტიც, გარკვეულწილად, ნაყოფი გეხმარება კიდეც.
ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, ფორმირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესიც.
თუ ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას კვირას ბავშვი დაიბადება, მას გააჩნია გადარჩენის საკმაო შანსი, რაშიც ხელს შეუწყობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები.

პლაცენტა

პლაცენტა თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ბავშვის ზრდა-განვითარებაში. პლაცენტა და სანაყოფე ბუშტი წარმოქმნილია სანაყოფე გარსებით – ქორიონითა და ამნიონით.
პლაცენტა ყალიბდება ტროფობლასტის უჯრედებისგან, რომლებიც ქორიონს შეიცავს.
ეს უჯრედები ვითარდება საშვილოსნოს სისხლძარღვთა კედლებში. თუმცა, დედისა და ნაყოფის სისხლის ერთმანეთში შერევა არ ხდება, რადგან სისხლის ორივე ნაკადი გვერდიგვერდ ცირკულირებს.
საქმე ისაა, რომ ისინი ერთმანეთისგან პლაცენტური ბარიერით არის გამიჯნული.
გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ნაყოფის წონა როგორ იცვლება კვირიდან კვირამდე.
იზრდება პლაცენტას ზომაც, თანაც – საკმაოდ სწრაფად.
მაგალითად ორსულობის მე-10 კვირას იგი 20 გრამს იწონის.
ათი კვირის შემდეგ, ანუ მეოცე კვირას, მისი წონა 170 გრამს აღწევს, 30-ე კვირას კი – 430 გრამს. მშობიარობის წინ პლაცენტა დაახლოებით 650 გრამს იწონის.
პლაცენტა ორსულობის დაწყებიდან მე-2 და მე-3 კვირებს შორის პერიოდში წარმოიქმნება.
მე-3 კვირის განმავლობაში ქორიონის ხაოები უკვე მყარად არის ჩანერგილი საშვილოსნოს კედელში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხაოები შლის საშვილოსნოს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც საშვილოსნოს კედელზე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სისხლიანი ბუდობები.
მათი მეშვეობით ხაოები დედის სისხლიდან იღებენ საკვებსა და ჟანგბადს.
ხაოები ერთმანეთშია გადახლართული და დაკავშირებულია ჭიპლარის ვენასთან.
ამ ვენიდან მიეწოდება ნაყოფს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები კი გადადის ჭიპლართან გამავალ არტერიაში და ხვდება დედის სისხლში.

რა ფუნქციებს ასრულებს პლაცენტა

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ პლაცენტის მეშვეობით ნაყოფი სუნთქავს (მიეწოდება ჟანგბადი და უკან გამოაქვს ნახშირორჟანგი), იკვებება და თავიდან იცილებს გადამუშავებული ნივთიერებების ნარჩენებს. თუმცა, პლაცენტის ფუნქციები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.
პლაცენტა ასევე ითავსებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციებს: გამოიმუშავებს ჰორმონებს. ზემოთ ვახსენეთ კიდეც ერთ–ერთი მათგანი: ქორიონული გონადოტროპინი.
სწორედ მისი მეშვეობით განსაზღვრავენ ფეხმძიმობას ადრეულ ეტაპზე. საქმე ისაა, რომ ეს ჰორმონი ქალის ორგანიზმში დაორსულებიდან მე–10 დღეს ჩნდება.
მე–7–8 კვირას პლაცენტა გამოიმუშავებს კიდევ ორი სახის ჰორმონს: ესტროგენსა და პროგესტერონს.

როგორ გამოიყურება პლაცენტა

მომწიფებული პლაცენტა, ანუ მშობიარობის წინა პერიოდში პლაცენტა ჰგავს მრგვალ ან ოვალური ფორმის კვერს. მისი დიამეტრი 15–20 სანტიმეტრია, ხოლო სისქე 2–3 სანტიმეტრი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მასა 650 გრამს აღწევს, რაც შეადგენს ნაყოფის ერთ მეექვსედს.
პლაცენტები ძირითადად ფორმითა და ზომით განსხვავდება.
ძალიან დიდი პლაცენტა (რომლის მასაც 800 გრამს აღემატება) შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქალს სიფილისი ან ბავშვს ჰემოლიზური დაავადება აქვს (ეს არის სისხლის შეუთავსებლობა რეზუს–ფაქტორის მიხედვით).
თუმცა, ზოგ შემთხვევაში პლაცენტა გადიდებულია ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ნორმალური ორსულობის დროსაც შეიძლება შეგვხვდეს პატარა ზომის, 400 გრამიანი პლაცენტა.
ეს მოწმობს ნაყოფის შენელებულ განვითარებაზე.
პლაცენტის ის ზედაპირი, რომლითაც საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული, ფოროვანი და ამასთან, ხორციანია. პლაცენტის ის ზედაპირი კი, რომელიც ნაყოფისკენ არის მიმართული, დაფარულია წყლიანი და ქორიოტული გარსით.
პლაცენტის ფერი წითელი ან მოწითალო–მოწაბლისფროა.
მშობიარობის დროს შესაძლოა მასზე თეთრი ლაქები გაჩნდეს. ეს არის კალციუმის მარილებია, რომელსაც ფიბრინს უწოდებენ. როგორც წესი, ერთი პლაცენტა წარმოიქმნება.
თუმცა, ზოგჯერ ერთი ნაყოფი შეიძლება დედის ორგანიზმთან ორნაწილიანი პლაცენტით იყოს დაკავშირებული.
ორი და მეტი ნაყოფის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე პლაცენტა. ხანდახან ვითარდება ერთი პლაცენტა, რომლიდანაც რამდენიმე ჭიპლარი გამოდის.
ასე რომ, ტყუპები მოთავსებულნი არიან ორ სანაყოფე გარსში, საიდანაც პლაცენტისკენ მიემართება ორი ჭიპლარი.
ჭიპლარის სიგრძე, რომელიც პლაცენტას ნაყოფთან აკავშირებს, 30–დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. იგი თეთრი ფერისაა და მასზე უამრავი სისხლძარღვი გადის. ჭიპლარში გვხვდება ორი არტერია და ერთი ვენა.
ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას საშვილოსნო საგრძნობლად ასცდა ჭიპს.
ის განაგრძობს ზრდას, რის გამოც იზრდება მუცელიც.
ზოგჯერ ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, ხან კი, მოულოდნელად, დგება შესვენების მომენტიც.
საშვილოსნო ამ პერიოდში ჭიპიდან 8 სანტიმეტრით, ბოქვენი ძვლიდან კი 28 სანტიმეტრით მაღლაა.
ამ დროისთვის მომატებული გაქვს 7,5–10,5 კილოგრამი.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, შენ თვეში ორჯერ უნდა მიხვიდე შენს ექიმთან.
უახლოეს პერიოდში განმეორებით უნდა ჩააბარო ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, რათა დარწმუნდე, რომ ბავშვს არაფერი ემუქრება.
ზოგიერთი ქალისთვის, რომელთაც აწუხებთ რეზუს–კონფლიქტი, ამ პერიოდში შეიძლება მისცენ სპეციალური პრეპარატები, რათა შეამცირონ დედასა და ნაყოფს შორის რეზუს–კონფლიქტისგან გამოწვეული უარყოფითი რისკი.
თუ შენს მეუღლეს რეზუს–უარყოფითი სისხლი აქვს, ხოლო შენ რეზუს–დადებითი სისხლი გაქვს, ეს რისკი თქვენ არ გემუქრებათ. ომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 28-ე კვირა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 28-ე კვირა
📌 ორსულობის 28-ე კვირას ბავშვის წონა უკვე 1100 გრამს შეადგენს, სიგრძე კი 35 სანტიმეტრია.
👀 მხედველობა იმდენად აქვს განვითარებული, რომ უკვე ხედავს შუქს, რომელიც მუცელში აღწევს.
🧠 ტვინში მილიარდობით ნეირონი ვითარდება (თუ აქამდე ნაყოფის ტვინი სრულებით გლუვი იყო, 28-ე კვირას წარმოიქმნება ტვინისთვის დამახასიათებელი ღარები და ნაოჭები), იზრდება ტვინის წონა.
🟡 გრძელდება კანქვეშა ცხიმის დაგროვება, ბავშვი მუცლის გარეთ ცხოვრებისთვის ემზადება.
💉 უახლოეს პერიოდში განმეორებით უნდა ჩააბარო ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, რათა დარწმუნდე, რომ ბავშვს არაფერი ემუქრება.
💊 ზოგიერთი ქალისთვის, რომელთაც აწუხებთ რეზუს–კონფლიქტი, ამ პერიოდში შეიძლება მისცენ სპეციალური პრეპარატები, რათა შეამცირონ დედასა და ნაყოფს შორის რეზუს–კონფლიქტისგან გამოწვეული უარყოფითი რისკი.
🩸 თუ შენს მეუღლეს რეზუს–უარყოფითი სისხლი აქვს, ხოლო შენ რეზუს–დადებითი სისხლი გაქვს, ეს რისკი თქვენ არ გემუქრებათ.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3MQmXET
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის28კვირა #28კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #28კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #დიატაორსულებისთვის #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ძვლებისგანვითარება #ცხიმისდაგროვება #ორსულთაჯანმრთელობა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”