ორსულობის 36-ე კვირა

ორსულობის 36-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 

როგორ იცვლება ბავშვი

ორსულობის 36-ე კვირა – ორსულობის 36-ე (ოცდამეთექვსმეტე) კვირას ბავშვი 46 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მართალია, კლასიკური გაგებით, იგი 2,7 კილოგრამს უნდა იწონიდეს, მაგრამ სინამდვილეში წონის მაჩვენებელი მერყეობს (ეს დამოკიდებულია არა მარტო მემკვიდრეობით, არამედ სხვა ფაქტორებზეც).
რაც მთავარია, ამ ეტაპზე პრაქტიკულად იგი უკვე ითვლება მუცელში ზრდადასრულებულ ნაყოფად.
შესაბამისად, ის ბავშვები, რომლებიც ორსულობის 37-ე და 42-ე კვირებს შორის პერიოდში იბადებიან, ზრდადასრულებულად ითვლებიან.
ხოლო 37-ე კვირამდე დაბადებული ბავშვი დღენაკლია.
ასევე კლასიკური გაგებით, ამ დროისთვის ნაყოფის მდებარეობა ხასიათდება, როგორც თავის წინამდებარეობა, ანუ მისი თავი დაბლა, საშოსკენ არის მიმართული და მზად არის დაბადებისთვის.
თუ ასეთი მდებარეობა არ ფიქსირდება, შენი ექიმი აუცილებლად გირჩევს სამეანო ჩარევას, რათა ბავშვი სასურველი მიმართულებით შეატრიალონ.
ამას მეანე გარედან ხელის ზემოქმედებით აკეთებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგან იგი სარისკოა; შესაძლოა, ამან
ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს და აუცილებელი გახდეს საკეისრო კვეთა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სხვა მეთოდიც არსებობს.
ვფიქრობთ, შენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება შემდეგი მონაკვეთი გრანტლი დიკის წიგნიდან: „მშობიარობისთვის ყველაზე ხელსაყრელია კეფის წინამდებარეობა, როდესაც ბავშვს თავი ქვემოთ, სახე კი დედის ზურგისკენ აქვს მიქცეული.
თუ ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში ასეთი მდებარეობა არ ფიქსირდება, აუცილებელია, ბავშვი სასურველ პოზაში გადავიყვანოთ.
ბუნებრივი მშობიარობის პრინციპების მიხედვით, აუცილებელია გამოვიყენოთ ასევე ბუნებრივი, ჯანსაღი მეთოდები და არა – სამედიცინო ჩარევა.
ეს მიდგომა თანაბრად ეხება როგორც ორსულობის პერიოდს, ისე – მშობიარობის პროცესსაც.
ბავშვის მდებარეობის შესაცვლელად და უპრობლემო მშობიარობისთვის, ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა ბავშვის საარსებო გარემოს სიმძიმის ცენტრის შეცვლა.
ანუ, გაცილებით ადვილია შევაბრუნოთ თვითონ დედა, ვიდრე – ბავშვი.
საშვილოსნოს სიმძიმის ცენტრის შეცვლა ბავშვს „აიძულებს“, საჭირო მდებარეობა მიიღოს. როგორც წესი, 7-7,5 თვის ნაყოფი მოთავსებულია დუნდულებით ქვემოთ.
შემდგომ პერიოდში კი, იგი თავით ქვემოთ ბრუნდება. ბუნებრივია, მომავალი დედების უმრავლესობისთვის თავზე დგომა ძალზე ძნელია.
ამიტომ, ფეხმძიმეებს ასეთ მეთოდს ვთავაზობ: დღეში ორ-სამჯერ, რამდენიმე წუთის განმავლობაში, წოლის დროს ფეხები, თეძოები მაღლა ასწიონ და გააჩერონ, რამდენადაც ამას შეძლებენ.
მომავალი დედა უზმოზე (მაგალითად, სადილისა და ვახშმის წინ) რაიმე მყარ ზედაპირზე ზურგზე უნდა დაწვეს და ბალიშების დახმარებით თეძოები, თავთან შედარებით, 25-30 სანტიმეტრით მაღლა ასწიოს.
ამ სავარჯიშოს გაკეთება რეკომენდებულია ორსულობის 30-ე კვირის შემდეგ და ეს უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის განმავლობაში.
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, ამ ვარჯიშებმა თქვენს პატარას გარკვეული ფიზიკური დისკომფორტი შეუქმნას და შეაშინოს კიდეც.
თუ თბილად დაელაპარაკებით და მოეფერებით, მისთვის შედარებით ადვილი გადასატანი გახდება ეს პროცედურები. მართალია, იგი სიტყვების აზრს ვერ გაიგებს, მაგრამ თბილი ხმა მას აუცილებლად დაეხმარება.“
ზოგიერთი სპეციალისტი პრაქტიკაში იყენებს ე.წ. „ბავშვის დარწმუნების“ მეთოდს.
მისი გამოყენებისას, თითქოსდა ექიმი „აზრობრივად არწმუნებს“ პატარას, მიჰყვეს მკურნლის ხელებს იმ პროცესში, როდესაც გარკვეულ მოძრაობებს აკეთებს ფეხმძიმის მუცელზე.
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც რეფლექსოთერაპიას უწოდებენ: სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ზემოქმედებენ აკუპუნქტურულ, ანუ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და ამით აკონტროლებენ საშვილოსნოს გარკვეულ ფუნქციებს.
თუ შენს შემთხვევაში არცერთმა, აქ ჩამოთვლილმა მეთოდმა სასურველი შედეგი არ მოიტანა, ამან არ შეგაშფოთოს.
არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ნაყოფს უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ აძლევენ სასურველ მდებარეობას.
რსულობის 36-ე კვირას შენს პატარას გარს აკრავს მაქსიმალური რაოდენობის სანაყოფე წყლები. მომდევნო კვირების მანძილზე, ბუნებრივია, ბავშვი განაგრძობს ზრდას.
ამის პარალელურად, შენი ორგანიზმი შეიწოვს სანაყოფე წყლების გარკვეულ რაოდენობას.
შედეგად, ნაყოფის გარშემო მცირდება წყლების რაოდენობა და მისი მოძრაობის ინტენსივობაც იკლებს.
ამის გამო, ზოგიერთი ფეხმძიმე ნერვიულობს და ჰგონია, რომ ნაყოფმა შეწყვიტა მოძრაობა და რატომღაც ისე აღარ მოძრაობს, როგორც – მანამდე. თუმცა, ამაში საშიში ნამდვილად არაფერია.

შენი შვილის მდგომარეობა „აპგარის“ მიხედვით

აგპარ-მეთოდი საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს ახალშობილის მდგომარეობა – დაბადებიდან პირველი 5 წუთის განმავლობაში.
ახალშობილის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშნის განსაზღვრას:

  • – გულის ფუნქციონირების ხასიათი
  • – სუნთქვითი აქტივობა
  • – კუნთების ტონუსის მდგომარეობა
  • – რეფლექსური აღგზნების თავისებურება
  • – კანის შეფერილობა.

თითოეული ნიშნის დადებითად გამოხატვა ფასდება 2 ქულით, არასაკმარისად გამოხატვა – 1 ქულით, ხოლო ნიშნის არარსებობა – 0 ქულით. ახალშობილის მდგომარეობის კლინიკური შეფასების შედეგს იღებენ ქულების შეკრებით.
შეფასების პროცესი ორჯერ ტარდება: ბავშვის დაბადებისთანავე და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ. შემდგომ კი მიღებულ შედეგებს ერთმანეთს უდარებენ.
ასე რომ, უმაღლეს შედეგს წარმოადგენს 10 ქულა, რაც საკმაოდ იშვიათია.
ჯანმრთელი ახალშობილის შემთხვევაში 7-9 ქულა ნორმალური შედეგია.
აუცილებელი არაა შედეგი 9-10 ქულას აღწევდეს.
თუ „აპგარის“ შკალის მიხედვით სიცოცხლის პირველ წუთს ბავშვს დაბალი ქულები დაუდგინდა, იგი დაუყოვნებლივ რეანიმაციაში გადაჰყავთ.
ეს ნიშნავს, რომ ექიმმა ან მეანემ მისი სუნთქვის სტიმულაცია უნდა დაიწყონ.
უმეტეს შემთხვევაში, დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ დაფიქსირებული ქულების ჯამი აღემატება დაბადებისთანავე დაფიქსირებული ქულების ჯამს.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს წუთები ბავშვს სჭირდება, რომ უფრო აქტიური გახდეს და შეეჩვიოს საშვილოსნოს გარეთ არსებულ რეალობას.
საშიშია მდგომარეობა, თუ, დაბადებისთანავე მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით, შემდგომ ჩატარებული შეფასების მაჩვენებელი იკლებს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვის მდგომარეობა რთულდება.
ბუნებრივია, ნაყოფის ზრდასთან ერთად, საკვებზე მოთხოვნილებაც გეზრდება.
ეს.
ალბათ, გაშფოთებს, რადგან უკვე არაერთხელ გადაიტანე გულძმარვის პრობლემა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ორსულობის 36-ე კვირას მუცელი ნელ-ნელა დაბლა იწევს, გამოდის, რომ ორსულობის 36-ე კვირასაშვილოსნო აღარ მიაწვება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და აღნიშნული პრობლემაც ნელ-ნელა მოგეხსნება.
თუმცა, ამის პარალელურად, უფრო ხშირად მოგინდება მოშარდვა, რადგან ქვევით დაშვებული ნაყოფი ამჯერად შარდის ბუშტზე ახდენს ზეგავლენას.
როგორც ზოგიერთი ფეხმძიმე აღნიშნავს, ამ პერიოდში მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ფეხებს შორის ბოულინგის ბურთს ატარებდნენ.
გამორიცხული არაა, ორსულობის 36-ე კვირას პერიოდულად ბრექსტონ-ჰიგსის შემოტევები გაგიმეორდეს.
კარგად დააკვირდი, მშობიარობის დაწყების ნიშნები ხომ არ გაქვს და ყველა ცვლილება შენი ექიმის დახმარებით გააანალიზე.
თუ ერთი წუთის ხანგრძლივობის შემოტევები 5 წუთში ერთხელ გაგიმეორდება, ექიმი გირჩევს, სამშობიარო სახლს მიაკითხო.
მოკლედ, ეს იმდენად კრიტიკული პერიოდია, რომ საკმარისია, რაიმემ (ვთქვათ: ტკივილებმა, ბავშვის მოძრაობის გააქტიურებამ და ა.შ.) საგრძნობლად შეგაწუხა, მაშინვე დაუკავშირდი შენს ექიმს. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”