ორსულობის 38-ე კვირა

ორსულობის 38-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის

ორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირას შენმა მემკვიდრემ თითქმის უკვე დაამთავრა ჩამოყალიბება.
ახლა იგი ყოველდღე 28-30 გრამს იმატებს. 3,1 კილოგრამს იწონის. 47 სანტიმეტრამდეა გაზრდილი.
უკვე ძალაც აქვს ხელში, რაშიც მაშინვე დარწმუნდები, როდესაც პირველად აიყვან ხელში და თავის პაწაწინა თითებს მოგიჭერს.
ამ პერიოდისთვის მისი ორგანოები უკვე მზადაა საშვილოსნოს გარეთ არსებობისთვის.
საინტერესოა, რა ფერის თვალები ექნება? თუ, მაგალითად, მუქი თაფლისფერი თვალები ექნება, ეს ფერი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება;
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაცრისფერი ან ცისფერი თვალები ექნება, შესაძლოა მიეცეს მწვანე ფერი, ან ნაცრისფერი შეინარჩუნოს.
ისიც შეიძლება, 9 თვის ასაკში მუქი თაფლისფერი ან წაბლისფერიც გაუხდეს. თუმცა, როგორც წესი, ჩვილის თვალების ფერი შემდგომში არ ღიავდება, ანუ ცისფერი ან ნაცრისფერი ვერ გახდება: მუქი ფერის თვალებში მეტია პიგმენტების შემცველობა, ვიდრე – პირიქით.
ორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირას მთავრდება ფილტვების ალვეოლების ჩამოყალიბება და თითოეულ მათგანს სურფაქტანტი ფარავს.
თავის ტვინში არსებულ სუნთქვით ცენტრს ახლა უკვე შეუძლია სუნთქვის პროცესის უზრუნველყოფა.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახალშობილი უპრობლემოდ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს.
მის ფილტვებს შეუძლია გაიხსნას და პირველივე ჩასუნთქვისთანავე დაიწყოს ფუნქციონირება.
შედარებით განსხვავებული სიტუაციაა ღვიძლთან და კუჭქვეშა ჯირკვალთან მიმართებაში: ეს ორგანოები განვითარებას განაგრძობენ;
მათი საბოლოო ჩამოყალიბება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთავრდება. ჩამოყალიბებას აგრძელებს თირკმელებიც.
ვითარდება ნაყოფის ტვინიც.
ის გრძნობს დედის განწყობას და ამაზე რეაგირებს. მეტწილად, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში პლაცენტა შორდება დედის ორგანიზმს.
თუმცა, ზოგჯერ მისი რაღაც ნაწილი მშობიარის ორგანიზმში რჩება, რასაც მისი მთლიანობის დარღვევა იწვევს. ასეთ სიტუაციაში, საშვილოსნოს აღარ შეუძლია, საკმარისად სწრაფად შეიკუმშოს და ავტომატურად სისხლდენა (ზოგჯერ – საკმაოდ ძლიერიც) იწყება.
ზოგჯერ პლაცენტა იმიტომ არ შორდება დედის ორგანიზმს, რომ იგი თითქმის შეწებებულია საშვილოსნოს კედელს (ამას ეწოდება „პლაცენტის ნამდვილი შეხორცება“).
ამ შემთხვევაში შესაძლოა, სერიოზული გართულებები წარმოიშვას – სისხლის საგრძნობი რაოდენობით დაკარგვა.
თუმცაღა, პლაცენტის განუყოფლობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

პლაცენტის შეხორცების სამი ტიპია

  • – ნამატი პლაცენტა – პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული. ხაოსმაგვარი ქსოვილი, რომელიც პლაცენტას წარმოქმნის, აღწევს მიომეტრიას, ეხება მის ზედაპირს, მაგრამ არ აზიანებს.
    მიომეტრია საშვილოსნოს კუნთოვან ნაწილს წარმოადგენს.
  • – შეზრდილი პლაცენტა – ეს არის პლაცენტის შეხორცების ფორმა, რომლის დროსაც ხაოს ბუსუსები მიომეტრიაში, გარკვეულ სიღრმეზე, ჩაიზრდებიან-ხოლმე.
  • – აღმოცენებული პლაცენტა (სწორედ ამას უწოდებენ „პლაცენტის ნამდვილ შეხორცებას“) – პლაცენტის ხაოს ბუსუსები აღმოცენდებიან მიომეტრიაში და თითქმის მუცლის აპკამდე აღწევენ.
    ისეთი სახის გართულება, როგორიცაა პლაცენტის განუყოფლობა, შეიძლება ბევრმა მიზეზმა გამოიწვიოს.
    ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ფეხმძიმეს წინა მშობიარობის დროსაც ჰქონდა ხსენებული პრობლემა და მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
    ან კიდევ, ქალს მოსწყდა მუცელი, ამის შემდეგ ის „გამოფხიკეს“ და სერიოზული სისხლდენა დაეწყო.

როგორ იცვლები შენ

ორსულობის 38-ე  კვირას შენი საშვილოსნო ბოქვენის ძვლიდან 36-38 სანტიმეტრით, ხოლო ჭიპიდან 16-18 სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს.
ამ პერიოდში ფეხმძიმეთა უმეტესობა სულგანაბული ელის მთავარი წუთის (იგულისხმება მშობიარობის დაწყება) დადგომას, უსმენს ნაყოფის ყოველ გაფაჩუნებას და საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს გაფაციცებით ადევნებს თვალს.
ამასთან, კითხულობს უამრავ რაღაცას, ჭორსა თუ სიმართლეს, ორსულობის შესახებ და ყოველ ინფორმაციას საკუთარ სიტუაციასთან მიმართებაში აღიქვამს.
ახლა ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მეტი შეიტყო იმის შესახებ, თუ როგორ მოუარო ახალშობილს პირველი დღეების განმავლობაში. ამის პარალელურად, მოითავე ის საქმეები, რომელთა გაკეთებასაც ბავშვის დაბადების შემდეგ ვეღარ შეძლებ.
დროა, ბევრი რაღაცის გაკეთება (რასაც მეტი მოძრაობა და ენერგია სჭირდება) მეუღლეს, ან ოჯახის სხვა წევრს გადააბარო.
შესაძლებელია ისეთი შეგრძნებებიც გაგიჩნდეს, თითქოს მუცლის ქვემო ნაწილიდან ფეხების მიმართულებით ელექტრომუხტმა ჩაირბინაო.
ორსულობის 38-ე კვირაეს გამოწვეულია იმით, რომ ნაყოფი მენჯის ღრუში ღრმად ეშვება და ზეწოლას ახდენს ნერვულ ღეროებზე.
ამავე პერიოდში შენს სხეულზე ჩნდება ორსულობისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი – შეშუპებები.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართო ექიმს, თუ მკვეთრი და საგრძნობი შეშუპებები გაგიჩნდა, ან ერთბაშად მოიმატე წონაში.
სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება შემდეგ სიმპტომებსაც:

  • ა) განუწყვეტელ, აუტანელ თავის ტკივილებს
  • ბ) თვალებში დაბნელებას ან საგნების გაორებას
  • გ) ძლიერი დიარეისა და ღებინების დაწყებას.

საქმე ისაა, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია პრეეკლამპსიაზე მიანიშნებდეს.  მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”