ეპილაცია

ეპილაციაეპილაცია თმების მოშორების ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალებაა.
ეპილაციის მეთოდი თმის ბუდეების დაშლას ეფუძნება.

ეპილაცია სხვადასხვა სახისაა: ელექტროეპილაცია, სხივური ეპილაცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ლაზერულ და ფოტოეპილაციად. დამხმარე სახით, დღეისთვის ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი და ენზიმური ეპილაციაც.
როგორც წესი, ულტრაბგერითი და ენზიმური ეპილაციებს იყენებენ ეპილაციის ძირითადი საშუალებების ეფექტურობის გასაზრდელად.
ეპილაციის დამხმარე მეთოდების გამოყენების შედეგად, სასურველ შედეგს საკმაოდ მცირე დროში არწევენ. ამგვარი პროცედურების  ჩატარების შემდეგ, თმებს გასაზრდელად ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება; დროთა განმავლობაში თმების  რაოდენობა იკლებს და ბოლოს მთლიანად ქრება.
ეპილაციით თმის მოცილებისას  აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა თმის ტიპს, ფერსა და სტრუქტურას. ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 


♦ ეპილატორები ამაზონზე

ელექტროეპილაცია

მე–19 საუკუნეში ელექტროლიზის გამოგონებამ საფუძველი ჩაუყარა ელექტროეპილაციის მეთოდის დასამუშავებლად განხორციელებულ ცდებს. ელექტროეპილაციის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო ევროპაში მე–20 საუკუნის 40–იან წლებში.

ფოტოეპილაცია

გასული 10 წლის მანძილზე კოსმეტიკურ მედიციაში  თანდათან ფოტოეპილაციის გამოყენებაც დაიწყეს. ფოტოეპილაციის მეშვეობით უვლიდნენ სახის კანს, ფეხის ვენებს, აშორებდნენ პიგმენტურ ლაქებს, ასევე ასწორებდნენ ნაოჭებს. ამჟამად ფოტოეპილაციის მეთოდი თმების მოსაშორებლადაც გამოიყენება.

ლაზერული ეპილაცია

ლაზერულ სხივს გააჩნია უნარი, სწრაფად გააცხელოს და დაშალოს თმის  ფოლიკულის უჯრედები. ლაზერული სხივი, რომელიც მელანინის პიგმენტებს შეიცავს, დღეისთვის ფართოდ გამოიყენება არასასურველი თმების მოსაცილებლად. ლაზერული ეპილაციის პირველი სეანსი განხორციელდა 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ულტრაბგერითი ეპილაცია

ულტრაბგერითი ეპილაცია  არის დამხმარე საშუალება, რომელიც გამოიყენება ცვილოვანი დეპილაციის განხორციელების შემდეგ. ამ სახის ეპილაციას ატარებენ თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატისა და განსაკუთრებული გელის მეშვეობით. ამ ორი სახეობის შერწყმა კარგ ეფექტს იძლევა.

ენზიმური ეპილაცია

ეპილაციის ეს სახეობა ეფუძნება თერმოთერაპიისა და ენზიმის შემცველი ნივთიერებების ერთდროულ გამოყენებას, რაც აფერხებს თმის ზრდას. ენზიმური ეპილაცია ტარდება ცვილოვან ეპილაციასთან სინქრონში.

ელოს–ეპილაცია

ელოს–ეპილაცია არის კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდი. იგი საჭიროებს ერთდროულად ორი სახის ენერგიის ერთდროულ გამოყენებას. აქ იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგია.

მამაკაცების ეპილაცია

ბოლო პერიოდში ეპილაციის გაკეთება მხოლოდ ქალების პრეროგატივად აღარ ითვლება. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მამაკაცი იყენებს ეპილაციას,  რათა არასასურველი თმა მოიშოროს. მოამზადა: თამარ პაპავამ

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტმაღაზიებში >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

 
.