ფოტოეპილაცია

ფოტოეპილაციაფოტოეპილაცია ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე წარმატებით გამოიყენებოდა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში – კანისა და ფეხის ვენების მოსავლელად. ფოტოეპილაციის  პროცედურებით იშორებდნენ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს.
დღეისთვის, ფოტოეპილაცია ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად.
ფოტოეპილაციის მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას.
კანის შერჩეულ, 5 კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე (სადაც არასასურველი თმები უნდა მოაცილონ) სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულ სხივებსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც  თმის დაშლას იწვევს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დასხივების დროს არ წარმოიქმნება ტრავმები და ანთებები; თუმცა, კლიენტი პროცედურის დროს მსუბუქ ჩხვლეტას გრძნობს.
თუ უშუალოდ პროცედურის წინ დასამუშავებულ ადგილზე წაისვამთ გამჭვირვალე, გამაგრილებელ გელს, თავიდან აიცილებთ არასასიამოვნო შეგრძნებებს.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები. ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 

ფოტოეპილაციას საფუძვლად უდევს თმის შემადგენელი ნივთიერების, მელანინის უნარი – შთანთქოს და გაატაროს სხივი. მელანინი, სხივის იმპულსის შთანთქმის შედეგად, იწვევს თმის ბოლქვების გაცხელებას, რის შედეგადაც ბოლქვები იშლება;
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თმა იწყებს ცვენას.
სინათლის სხივი ერთდროულად ზემოქმედებს არა ერთ, არამედ რამდენიმე თმის ბოლქვზე.
ფოტოეპილაციის  შემთხვევაში, საჭიროა სამიდან ექვსამდე პროცედურის ჩატარება, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

♦ ეპილატორები ამაზონზე

ფოტოეპილაციის  პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმ–დერმატოლოგთან. ექიმი პაციენტის შემოწმებისას განსაზღვრავს კანის ტიპსა და თმის ფერს. როგორც წესი, ეს უფასო კონსულტაციაა.
ამას გარდა, ექიმი არკვევს, რამე ავადმყოფობა ხომ არ აქვს პაციენტს ან იღებს თუ არა რაიმე პრეპარატს.
თუ ეპილაციის პროცედურის დროს წარმოიქმნება რაიმე უკუჩვენება, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ სპეციალისტს.
იგი, კომპიუტერული ფოტოეპილატორის მეშვეობით, შეარჩევს უფრო ოპტიმალურ რეჟიმს, რომელიც შედგება საკმაოდ ბევრი პარამეტრისგან.
მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება პროცედურა.
პაციენტს  მაქსიმალური კომფორტი ელის.
იგი მოხერხებულად მოეწყობა სპეციალურ სავარძელში, დაუყოვნებლივ ირგებს მუქი ფერის, სპეციალურ სათვალეს, რათა თვალები მაქსიმალურად იყოს დაცული.
კანის დასამუშავებელ უბანზე უსვამენ გამჭირვალე, გამაგრილებელ გელს – იგი კანს სითბური ენერგიისგან იცავს, რომელიც ფოტოეპილაციის  დროს გამოიყოფა.
ეს ხელს უწყობს არასასურველი შედეგებისგან კლიენტის დაცვას.
კანის შერჩეული უბნის დამუშავება შემდეგნაირად ხდება: კანზე ზემოქმედებენ სპეციალური მოწყობილობით – მანიპულატორით, რომელსაც მთის ბროლისგან დამზადებული დაბოლოებები გააჩნია.
შუქის მოკლე და ძლიერი ნათება შლის თმის ბოლქვებს.
პროცედურის დასრულების შემდეგ, დამუშავებულ კანზე უსვამენ დამარბილებელ კრემს ანდა ასხურებენ სპეციალურ აეროზოლს.
სხვათა შორის, ფოტოეპილაციამდე ერთი თვის განმავლობაში იტარებენ ჩვეულებრივ ეპილაციას.
გაპარსვა შეიძლება პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან თავად პროცედურის დროს, თმის ღერის სიგრძე 1 მილიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით, რომელიც ვერაფერს უხერხებს ღია ფერისა და თხელ თმებს,  ფოტოეპილაცია წარმატებით უკლავდება ნებისმიერი სისქისა და ფერის თმებს, სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე.
ფოტოეპილაციის  ჩატარების დროს ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევენ სინათლის სხივების გამოტყორცნის რეჟიმს.
დასამუშავებელი კანის მონაკვეთის სიდიდის მიხედვით, პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს ხუთიდან 30 წუთამდე.
თმები გაცვენას იწყებს არა მყისიერად, არამედ ერთი ან ორი კვირის შემდეგ. შემდგომ კი ფიქსირდება თმების ზრდის პროცესის შენელება და მათი რაოდენობის კლება.
თმა ზრდას წყვეტს ფოტოეპილაციის  3–6 სეანსის შემდეგ.

ფოტოეპილაციის უკუჩვენება და რეკომენდაციები:

რეკომენდებული არაა ფოტოეპილაციის  სეანსამდე ორი კვირით ადრე და სეანსიდან ორი კვირის შემდეგ მზეზე გარუჯვა. ზაფხულობით, პროცედურების შემდეგ, აუცილებელია დამუშავებული კანი დავიცვათ სპეციალური, მზისგან დამცავი კრემით.
ფოტოეპილაციის  შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ ოდეკოლონის, სუნამოების, სხვადასხვა სპირტისშემცველი ტონიკისა და ლოსიონის, აეროზოლის ტიპის ლოსიონების ხმარებისგან, რადგან  ამ ყოველივემ შესაძლოა პიგმენტური ლაქები გააჩინოს კანზე.
პროცედურამდე ერთი დღით ადრე და ერთი დღის შემდეგ, რეკომენდებული არაა აბანოში, საუნასა თუ აუზზე წასვლა. ფოტოეპილაციის  სეანსებს შორის ინტერვალებში თმების მოცილება შესაძლებელია მხოლოდ მაკრატლით, დეპილაციური კრემითა და მუსით.
ამ პერიოდში სხვა საშუალებების გამოყენება აფერხებს სასურველი შედეგის მიღებას.
ფოტოეპილაციამდე 10–14 დღის განმავლობაში არ შეიძლება ეპილაციის ჩატარება სხვა საშუალებებით, მაგალითად – პინცეტითა და ელექტროეპილატორით.
ფოტოეპილაციიდან 1,5–2 კვირის განმავლობაში თმის ის ნაწილი, რომელიც კანის ქვეშ მდებარეობს, ვარდება თავისი ბუდიდან.
ფოტოეპილაციის  პროცედურების განმეორება წარმოებს თმის ზრდის ინტენსივობის მიხედვით. როგორც წესი, ეს ხდება პირველი პროცედურიდან დაახლოებით 25 დღის შემდეგ.
არასასურველი თმების მოშორებასთან ერთად, ფოტოეპილაციის  პროცესში მიმდინარეობს  კანის გაახალგაზრდავება.
სინათლის ძლიერი ტალღა ახდენს კანის რეგენერაციის პროცესის სტიმულირებას, ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების პროცესებს.

შედეგად, კანი ხდება უფრო მოქნილი, ამასთან – სწორდება ნაოჭები.
დასასრულს, ზედმეტი არ იქნებოდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ფოტოეპილაცია და ფოტოგაახალგაზრდავება უსაფრთხოების მაღალი ხარისხის აპარატურითა და მაღალი კვალიფიკაციის  სპეციალისტის მიერ უნდა ხორციელდებოდეს.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზიებში >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.