ენზიმური ეპილაცია

ენზიმური ეპილაცია თანამედროვე ეპილაციის უახლესი მეთოდია. ენზიმური ეპილაციის პროცედურების დროს იყენებენ თერმოთერაპიასა და ენზიმის შემცველ ნივთიერებას, რაც აფერხებს თმების ზრდას.
ამ მეთოდს ცვილოვან ეპილაციასთან კომპლექსში მიმართავენ.
ენზიმის შემცველი პრეპარატების გამოყენება საშუალებას იძლევა, უმოკლეს ვადაში და თანაც, მტკივნეული  შეგრძნებების გარეშე, სულ რაღაც ერთი სეანსის დროს მოვიცილოთ არასასურველი თმები.

♦ ეპილატორები ამაზონზე

პროცედურის წინ

ენზიმური ეპილაციის ჩატარებამდე, ერთი დღით ადრე, აუცილებელია კანის სინჯის აღება.
პროცედურის დროს, დასამუშავებელ კანზე უსვამენ ენზიმის შემცველ ნივთიერებას და შემოახვევენ სპეციალურ თერმობანდაჟს. ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით, ენზიმური პრეპარატი ღრმად შედის კანში, აღწევს თმის ბოლქვებამდე და ანადგურებს მას.

პროცედურის შემდეგ

ენზიმური ეპილაციის შემდეგ, ატარებენ ცვილოვან ეპილაციას. სეანსის ხანგრძლივობა 40–50 წუთია. მდგრადი ეფექტის მისაღებად საჭიროა 4–7 სეანსის ჩატარება. ამ მეთოდის გამოყენებისას დისკომფორტს მხოლოდ ცვილოვანი ეპილაციით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნებები ქმნის.
ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ, აღდგენის პერიოდში, აუცილებელია დამუშავებული ადგილების დაცვა მტვრისგან. ერთი კვირის მანძილზე, უნდა ვერიდოთ პლიაჟზე გასვლასა და სოლარიუმში გარუჯვას; სხვა შემთხვევაში, დამუშავებულ ადგილებზე აუცილებლად გაჩნდება პიგმენტური ლაქები.
სეანსებს შორის ინტერვალში რეკომენდებული არაა ეპილაციის სხვა სახეობით სარგებლობა.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 

ენზიმური ეპილაციაენზიმური ეპილაცია ითვალისწინებს არასასურველი თმების და ბეწვების მოცილებას: იღლიაში, ბიკინის მიდამოში, ფეხებსა და ხელებზე.
სახეზე მისი გაკეთება დაუშვებელია.

ამ მეთოდის უარყოფით მხარედ ქიმიური პრეპარატების გამოყენება ითვლება, რაც მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში ალერგიულ რეაქციას იწვევს.
ამდენად, ეს მეთოდი ყველა ადამიანისთვის სასურველი არაა. სამაგიეროდ, მისი დადებითი მხარე  პროცედურათა უმტკივნეულოდ ჩატარებაა.
ენზიმურ ეპილაციას გარკვეული უკუჩვენებებიც ახასიათებს: მან შესაძლოა გამოიწვიოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ანთებითი პროცესები, ონკოლოგიური გართულებანი, სისხლდენა და ა.შ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზიებში 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.