ორსულობის მე-6 კვირა

ორსულობის მე-6 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


ორსულობის მე-6 კვირა – ორსულობის მე-6 კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით დიდ თავსა და მუქი ფერის წერტილებს თვალებისა და ნესტოების ფორმირების ადგილებზე.
ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით.
ორსულობის მე-6 კვირაზე ჭიპლარის ფეხიდან წარმოიქმნება ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც თქვენი პატარა შეძლებს თავისუფალ ცურვას სანაყოფე წყლებში.
ემბრიონს აქვს ცილინდრის ფორმა და საკმაოდ დიდი ზომის თავის ნაწილი.
ამ პერიოდში იგი სულ რამოდენიმე დღეში გაივლის ადამიანის ევოლუციის საკმაოდ გრძელ გზას და მოგვაგონებს თევზის ჩანასახს – აქვს ლაყუჩები და კუდი.

განვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახიგული იწყებს შეკუმშვას. კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებით ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე უკვე შესაძლებელია ჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება, და ეს იმ დროს, როცა თავად ჩანასახის ზომა სულ რაღაც 2-4 მმ-ია! გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში.
ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე შესაძლებელია შენიშნოთ რომ, მცირედ გაუწონასწორებელი გახდით – ერთ დღეს თუ სუსტად და უენერგიოდ ხართ, მეორე დღეს – პირიქით, სუპერენერგიულად გრძნობთ თავს. ეს სრულიად ნორმალურია და დამნაშავე ამაში ჰორმონებია. ორსულთა დაახლოებით მეოთხედ ნაწილს ამ პერიოდში აღენიშნებათ მცირედი სისხლიანი გამონადენი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად ნორმალურია, აუცილებლად მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ორსულობის შესაძლო შეწყვეტა.

ვენერიული დაავადებები ორსულობის დროს

გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი ჩვეულებრივ ორსულობის დროს ადგილი აქვს ამ დაავადების რეციდივებს. ორსულობის ადრეულ სტადიებზე დასნებოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თვითნებური აბორტი, იშვიათად – ნაყოფის თანდაყოლილი მანკი;
შედარებით გვიან სტადიებზე დასნებოვნებამ – ნაადრევი მშობიარობა და დღენაკლი ბავშვის დაბადება. სამშობიარო გზებში გავლისას ზოგჯერ ადგილი აქვს ბავშვის დაინფიცირებასაც. ასეთ დროს ახალშობილთა სიკვდილიანობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი

ორსულებში კანდიდოზური ვულვოვაგინიტი უფრო ხშირად გვხვდება. იგი მკვეთრ უარყოფით ზემოქმედებას ორსულობაზე არ ახდენს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს დისკომფორტი და მოუსვენრობა.
ორსულობის დროს საშოს ანთების მკურნალობა გაძნელებულია. ზოგჯერ საჭირო ხდება გამდენიმე კურსის ,ზოგჯერ კი – ერთი ხანგრძლივი კურსის (10-14 დღეს ნაცვლად 3-7 დღისა) ჩატარება.
ამ დროს გამოყენებული მაზები სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის. ამ პერიოდში პარტნიორის მკურნალობა აუცილებელი არაა.
სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი შესაძლებელია დაინფიცირდეს კანდიდოზური სტომატიტით (რძიანა). ამ დროს ეფექტურია ნისტატინი.

ტრიქომონადური ვაგინიტი

ეს დაავადება რაიმე სერიოზულ გავლენას ორსულობაზე არ ახდენს. თუმცა მისი მკურნალობა გართულებულია იმის გამო, რომ მეტრონიდაზოლი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ამ დროს, უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუმცა მისი დანიშვნა ორსულობის გვიანდელ სტადიებზეც, ასევე საკამათოა.

კონდილომები ორსულობისას

ეს დაავადება – მეჭეჭისებრი წანაზარდები გარეთა სასქესო ორგანოებზე – გამოწვეულია ბასრბოლოიანი მეჭეჭებით. მიშვებულ შემთხვევებში, ზოგჯერ საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება, რათა შეცირდეს სისხლის დაკარგვის საშიშროება. მეჭეჭები ხშირად იზრდებიან ორსულობისას.
ზოგჯერ ისინი მთლიანად აცობენ საშოს. ბავშვი შეიძლება დაიბადოს ხორხის პაპილომით (კეთილთვისებიანი სიმსივნე ხმის იოგებზე).

გონორეა ორსულობისას

ქალი გონორეით შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერ დროს. ეს დაავადება სახიფათოა როგორც ქალისთვის, ასევე პარტნიორისათვისა და ბავშვისთვისაც, რომელსაც მოუწევს სამშობიარო გზების გავლა. ბავშვი შესაძლებელია დაავადდეს გონორეული ოფთალმიით.
მკურნალობენს სპეციალური თვალის წვეთებით. ასევე შესაძლებელია ბავშვი დაავადდეს გონორეის სხვა ფორმებითაც.
გონორეული ინფექციას წარმატებით მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის.

სიფილისი ორსულობისას

ამ დაავადების ადრეული სტადიებზე დიაგნოსტირებას, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქალისათვის, ასევე მისი პარტნიორისა და ბავშვისათვის. საბედნიეროდ, ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია და ადვილად იკურნება.
თუკი ორსულობისას შეამჩნევთ ნებისმიერი სახის წყლულოვან დაზიანებას თქვენს სასქესო ორგანოებზე, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
ამ დროს დანიშნული პრეპარატები სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის. აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/  

 


ორსულობის მე-6 კვირაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-6 კვირა
▪️ ორსულობის მე-6 კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა

👂 ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით
🫀 განვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახის გული იწყებს შეკუმშვას
🩺 კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებით ორსულობის მე-6 კვირაზე უკვე შესაძლებელია ჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება
⏱ გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში
❕ ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე შესაძლებელია შენიშნოთ რომ, მცირედ გაუწონასწორებელი გახდით – ერთ დღეს თუ სუსტად და უენერგიოდ ხართ, მეორე დღეს – პირიქით, სუპერენერგიულად გრძნობთ თავს
🟢 ეს სრულიად ნორმალურია და დამნაშავე ამაში ჰორმონებია
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3dFKgSg
#ორსულობა #ფეხმძიმობა #მშობიარობა #ორსულობისმე6კვირა #ორსულობისმეექსვეკვირა #ექვსიკვირისორსული #ორსულობისნიშნები #ნაყოფი #ნაყოფისგანვითარება #6კვირისნაყოფი #ნაყოფისგულისცემა #როდისშეიძლებანაყოფისგულისცემისმოსმენა #ნაყოფისსისხლისმიმოქცევა #ნაყოფისგულისცემისსიხშირე #ულტრაბგერა #ულტრაბგერითიკვლევა #ორსულობისკვირები #ორსულობისთითოეულიკვირა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”