ამებიაზი

ამებიაზი – ძირითადად ცხელ ქვეყნებში გავრცელებული მსხვილი ნაწლავებისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადება. იწვევს პარაზიტი ამება Entamoeba Histolitica. დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტის განვითარება, გახანგრძლივებული მიმდინარეობა გამწვავებებითა და რეციდივებით; იშვიათად გვხვდება არანაწლავური ფორმებიც.

ეტიოლოგია

დაავადების გამომწვევია Entamoeba histolytica, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით).
ამების ქსოვილოვანი ფორმა ჩნდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში და გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები.
სანათუროვანი ფორმა იმყოფება ნაწლავის სანათურში, რეკონვალესცენციის პერიოდში მათ განავალში, ქრონიკული ნაწლავური ამებიაზით დაავადებულების განავალში, აგრეთვე ცისტების მტარებლებში.
ჰისტოლიტიკური ამების ცისტების აღმოჩენა ხდება რეკონვალესცენტებისა და ცისტების მტარებლების განავალში.

პათოგენეზი

ადამიანის ორგანიზმში ამება ხვდება ცისტების სახით. მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ისინი გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად. ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით.
მსხვილი ნაწლავის კედლის ლორწოვანში და ლორწქვეშა შრეში მოხვედრის შემდეგ, სანათუროვანი ფორმა, მნიშვნელოვნად იზრდება და გარდაიქმნება ქსოვილოვან ფორმად.

ამების ქსოვილოვანი ფორმა იწვევს უკვე არსებული წყლულების ზომაში ზრდას, გამოყოფს  ჰისტოლიტურ ნივთიერებას და ხელს უწყობს ახალი წყლულების წარმოქმნას. ზიანდება უპირატესად მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი, აგრეთვე სიგმური და სწორი ნაწლავი.
ამების ქსოვილოვანი ფორმის პარაზიტობა ნაწლავის კედელში ხელს უწყობს ამებიაზის ხანგრძლივი მიმდინარეობის შენარჩუნებას; შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია პერიოდული გამწვავებებით, აგრეთვე ამებების სხვა ორგანოებში (უპირატესად ღვიძლში) ჰემატოგენური გავრცელება ამ ორგანოებში აბსცესების წარმოქმნით.
დაავადების კეთისაიმედოდ მიმდინარეობისას, ასევე წარმატებული თერაპიის შედეგად, ქსოვილოვანი ფორმები გარდაიქმნება სანათუროვან ფორმებად. ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას თან სდევს მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილებში სანათუროვანი ფორმის გარდაქმნა ცისტებად.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინფექციის წყაროა ავადმყოფები ამებიაზის ქვემწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობით, დაავადების გამწვავების ფაზაში, ცისტების მტარებლები, რომელთაც შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეთ ამებიაზის რაიმე სახის კლინიკური გამოვლინება.დასნებოვნება ხდება ჰისტოლიტიკური ამების ცისტების ზრდასრული ფორმების, პირის ღრუს გავლით, კუჭ – ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შედეგად.
ადამიანის დასნებოვნება ხდება ამებიაზით დაავადებულებისა და ცისტების მტარებლების განავლით დაბინძურებული სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენების შემდეგ (ამებიაზით დაავადებულების ფეკალიებით განაყოფიერებული ბოსტნიდან ახლად მოწყვეტილი, გაურეცხავი ბოსტნეულისა და კენკრის საკვებად გამოყენება).
დაავადება გავრცელებულია თბილი და ცხელი კლიმატის პირობებში;
ამებიაზი გვხვდება კავკასიაში, შუა აზიის ზოგიერთ რაიონში. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ გრძელდება 20 – 30 დღე. გამოყოფენ ნაწლავურ, არანაწლავურ და კანის ამებიაზებს. ძირითად კლინიკურ ფორმას წარმოადგენს ნაწლავური ამებიაზი. მისი კლინიკური ვარიანტებია – ამებური კოლიტი და ე.წ. ამებური დიზენტერია.

ამებური კოლიტი

ამებური კოლიტის ძირითადი სიმპტომებია: მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა და ყურყური, შეკრულობებისა და აშლილობების მონაცვლეობა, დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის ნაწილობრივად დაცლის შეგრძნება, გახშირებული (4 – 5 – ჯერ დღეში), თხელი ფაფის მსგავსი ლორწონარევი განავალი.
ზოგჯერ განავალში აღინიშნება სისხლის მინარევი ძაფის ან კოლტის სახით. ადრეულ პერიოდში ამებური კოლიტისთვის ტიპიური ,,ჟოლოს ჟელესებური” განავალი (მასში ლორწო თანაბრად არის შეფერილი სისხლით) ამჟამად გვხვდება ავადმყოფთა მხოლოდ 1,5 – 2% – ში.
ჩვეულებრივ აღინიშნება შესქელებული ენა ჭუჭყიანი – თეთრი ნადებით, მტკივნეულობა მთელი მუცელში ან ბრმა ნაწლავისა და აღმავალი კოლინჯის პროექციაში. ტემპერატურა დაავადების გამწვავებისას იზრდება ზომიერად და ხანმოკლე პერიოდით.

ამებური დიზენტერია

ამებური დიზენტერიისთვის დამახასიათებელია საკმაო ინტენსივობის, შეტევითი ან მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, ლორწოვან – სისხლიანი განავალი, ტენეზმები, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა. კუჭის მოქმედების სიხშირე დღეში 10 – მდეა. ტემპერატურა მომატებულია 380 C –მდე და შენარჩუნებულია 3 – 5 დღის განმავლობაში. ენა დაფარულია ნადებით, მუცელი ზომიერად შებერილია, აღინიშნება ყურყური;
პალპაციით ვლინდება მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილის გამკვრივება, არც თუ იშვიათად სიგმური ნაწლავის სპაზმი. ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლი ზომიერადაა გადიდებული. ისევე როგორც ამებური კოლიტის დროს, ამებური დიზენტერიისთვის დამახასიათებელია ცუდი მადა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია, უძილობა, ანემია, ავადმყოფის წონაში დაკლება.
რექტორომანოსკოპიით, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში წყლულების არსებობის დროს, ნახულობენ ლორწოვანი გარსის წყლულოვან დეფექტებს. წყლულები ლორწქვეშა შრეში განლაგებულნი არიან იზოლირებულად და ერთმანეთთან შეერთებულნი არიან იმ გზებით, რომლებითაც მოძრაობდა ამება.
წყლულის ფსკერი დაფარულია ქსოვილოვანი დაშლის შედეგად წარმოქმნილი მონაცრისფრო ნადებით, ხოლო კიდეები – ღიაა.
ნადების მოცილების შემდეგ წყლულები სისხლმდენი ხდება. არანაწლავური ამებიაზი უხშირესად მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, ამებური ჰეპატიტის ან ღვიძლის აბსცესის სახით.

ამებური ჰეპატიტი

ამებური ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია ინტოქსიკაცია, სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე, რიგ შემთხვევებში – ცხელება, ღვიძლის ზომების მომატება. ღვიძლის ამებური აბსცესისთვის ტიპიურია ჰექტიური ცხელება, ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, მტკივნეული და გადიდებული ღვიძლი, არც თუ იშვიათად – სიყვითლე.
ცნობილია აგრეთვე თავის ტვინის, ელენთის ადა სხვა ორგანოების ამებური აბსცესები. კანის ამებიაზი ჩვეულებრივ თან სდევს ამებიაზის ნაწლავურ ფორმას. შორისის და სათესლეების მიდამოში ვითარდება ეროზიები და წყლულები ხანგრძლივი, შენელებული მიმდინარეობით.

გართულებები

ნაწლავური სისხლდენები, პერიკოლიტი, მსხვილი ნაწლავის კედლის პერფორაცია, ნაწლავური გაუვალობა, დიაფრაგმისქვეშა აბსცესები, ფილტვების აბსცესები (არანაწლავური ამებიაზის დროს) და სხვ.

დიაგნოსტიკა

დაავადების გამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემების (იმ მიდამოებში ცხოვრება სადაც გავრცელებულია ამებიაზი, ჰისტოლიტიკური ამებიაზით დასნებოვნების შესაძლებლობა), ანამნეზის, კლინიკური სურათის, რექტორომანოსკოპიის მონაცემებისა და ავადმყოფის განავლის პარაზიტოლოგიური კვლევის საფუძველზე.
მათში ჰისტოლიტიკური ამების ქსოვილოვანი ფორმების ნახვა ადასტურებს ამ დაავადების დიაგნოზს და მეტყველებს პათოლოგიური პროცესის აქტიურ მიმდინარეობაზე.
ამებების სანათუროვანი ფორმებისა და ცისტების აღმოჩენა ფასდება მხოლოდ ყველა ეპიდემიოლოგიური და კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით. გამოკვლევისათვის განავლის აღება ხდება მხოლოდ დეფეკაციისთანავე.
არანაწლავური ამებიაზის დროს მიზანშეწონილია სეროლოგიური გამოკვლევების ჩატარება. დაავადების დიფერენცირება პირველ რიგში ხდება დიზენტერიისგან, ტუბერკულოზისგან, მსხვილი ნაწლავის ახალწარმონაქმნებისგან მძიმე არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტისგან.

პროფილაქტიკა

იმ ადგილებში, სადაც ხშირად გვხვდება ამებიაზი, აუცილებელია სასმელი წყლის მართებულად მომარაგება, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენის ზომების გაცნობა, სასმელად მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება, ტუალეტის ჰიგიენურად შენახვა და დეზინფიცირება, საკვები პროდუქტების დაცვა ჰისტოლიტიკური ამების ცისტების მოხვედრისგან.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცისტები დიდი ხნის განმალობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა წყალსატევში.
ცისტების მატარებლების დაშვება არ შეიძლება წყლის მომარაგების სისტემაში, საკვების გამომუშავების საწარმოებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სამუშაოდ, აგრეთვე ბავშვების მომვლელებად.


ამებიაზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ამებიაზი – ძირითადად ცხელ ქვეყნებში გავრცელებული მსხვილი ნაწლავებისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადება.
🦠 დაავადების გამომწვევია Entamoeba histolytica, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით:
📎დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი);
📎მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი);
📎ინცისტირებული (ცისტების სახით);
🔘 ადამიანის ორგანიზმში ამება ხვდება ცისტების სახით. მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ისინი გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად.
💢 ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით.
📍 იმ ადგილებში, სადაც ხშირად გვხვდება ამებიაზი, აუცილებელია:
✔️ სასმელი წყლის მართებულად მომარაგება;
✔️ მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენის ზომების გაცნობა;
✔️ სასმელად მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება;
✔️ ტუალეტის ჰიგიენურად შენახვა და დეზინფიცირება;
✔️ საკვები პროდუქტების დაცვა ჰისტოლიტიკური ამების ცისტების მოხვედრისგან.
👉 გაიგეთ მეტი ამებიაზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Z1Xrzj
#ამებიაზი #რაარისამებიაზი #ამებიაზისნიშნები #ამებიაზისსიმპტომები #ამებიაზისგამომწვევი #ამებიაზისგართულებები #ამებიაზისდიაგნოსტიკა #ამებიაზისმკურნალობა #ამებიაზისპროფილაქტიკა #ამებიაზისგავრცელება #ენტამებაჰისტოლითიკა #ქსოვილოვანიამებიაზი #სანათუროვანიამებიაზი #ამებურიჰეპატიტი #ამებურიდიზენტერია #ამებურიკოლიტი #ცხელება #გაუწყლოება #მუცლისტკივილი #სისხლიანიგანავალი #დიარეა #პრობიოტიკები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!