გაფრთხილება

1

გაფრთხილება და პასუხისმგებლობის მოხსნა

MedGeoNet–ზე წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის. საიტზე შემოსვლით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ ამ დარგების მუშაკი. თუ არ ხართ სამედიცინო დარგის მუშაკი ნუ ისარგებლებთ ამ საიტით. საიტს ქვს მხოლოდ პროფესიული ლიტერატურაში ძიების დროს საძიებო ორიენტირების მოცემის  პრეტენზია და არაა განკუთვნილი მკურნალობის პროცესში გადაწყვეტილებების მისაღებად.

საიტზე განთავსებული პოპულარული სტატიებიც  მხოლოდ პროფესიონალებისათვისაა განკუთვნილი და მოცემულია როგორც პაციენტებთან დიალოგის სტილის კრიტიკულად განსახილველი მასალა.

MedGeoNet  გაფრთხილებთ! თვითმკურნალობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის. დაუშვებელია, საიტზე მოყვანილი ინფორმაციის გამოყენება პაციენტის თვითმკურნალობისათვის და არ შეიძლება მისი გამოყენება პრაქტიკული მედიცინის პროფესიონალთა კონსულტაციის სანაცვლოდ. წარმოდგენილი ინფორმაცია არ ცვლის ექიმის კონსულტაციას და არ წარმოადგენს დადებითი ეფექტის გარანტიას სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში.

MedGeoNet–ზე მოცემული ინფორმაციის დანიშნულება მხოლოდ საინფორმაციო საძიებო ვექტორების  (ორიენტირების) მოცემაა. წარმოდგენილი მასალა პუბლიკაციის მომენტისათვის შეიძლება შეიცავდეს მოძველებულ და უკვე არაზუსტ ინფორმაციას. უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად მედიკოსები უნდა დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციებს.

საიტზე მოყვანილ ინფორმაციას საფუძვლად უდევს სხვადასხვა წყაროები. მათი  ნაწილი სარწმუნოდ არის მიჩნეული და ყოველმხრივ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მეორე ნაწილი კვლევის პროცესშია და ამ ეტაპზე ნაკლებ სარწმუნო. მესამე ნაწილი მხოლოდ ფოლკლორული მასალაა.

ადამიანური ცდომილებების შესაძლებლობა, ასევე სამედიცინო მეცნიერებაში დაუმთავრებელი კვლევები, წყაროების ცდომილებები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოტანილი ინფორმაცია ყოველმხრივ ზუსტი და სრულია.

ეს საიტი შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ როგორც დამხმარე საინფორმაციო მასალა კომპლექსური ლიტერატურილი ანალიზისათვის. საიტის ადმინისტრაცია, ავტორები და მთარგმნელები არ იღებენ მასალების გამოყენების შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობას შედეგებზე.

სარეკლამო განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რომელიც გააკეთებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ შეფასებებს.

საიტზე  წარმოდგენილი ინფორმაცია არ ცვლის ექიმის კონსულტაციას და არ წარმოადგენს დადებითი ეფექტის გარანტიას სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში.

გვერდზე მიმდინარე სოციოლოგიური კვლევები არ შეიძლება რაიმე ფორმით გამოყენებულ იქნეს მკურნალობის პროცესში. ისინი მხოლოდ მარკეტინგისა და პიარ-ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით ტარდება. გვერდზე მიმდინარე სოციოლოგიური კვლევები არ შეიძლება რაიმე ფორმით გამოყენებულ იქნეს მკურნალობის პროცესში. ისინი მხოლოდ მარკეტინგისა და პიარ-ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით ტარდება.

მიუხედავად იმისა, საქართველოში მედიცინა სწრაფად ვითარდება,  მრავალი პაციენტი უცხოეთშიც მიემგზავრება სამკურნალოდ. საიტზე  ჩვენ ვაქვეყნებთ უცხოური კლინიკების განცხადებებს სამკურნალოდ მიწვევის შესახებ. ეს ძირითადად ის კლინიკებია, სადაც ქართველი ექიმები მუშაობენ. განცხადებები მიღებულია უშუალოდ კლინიკებიდან, მითითებულია საკონტაქტო პირები. საიტის ადმინისტრაცია მხოლოდ შემოსულ განცხადებები აქვეყნებს ა და ბუნებრივია მათ შინაარსზე და  ამ კლინიკებთან თანამშრომლობაზე ვერავითარ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს სარეკლამო ტიპის განცხადებების შინაარსზე.

  ტერმინი ,,ON-Line მკურნალი,,  მხოლოდ იდენტიფიკატორია (პოსტის სახელია) და არ შეიძლება გამოდგეს პაციენტის უნახავად მკურნალობის ხელშემწყობად. დისტანცურად შეიძლება მხოლოდ ზოგადი კონსულტაციები.
პრეპარატების და სხვა სურათები, შეიძლება ასახავდეს საქართველოში არარეგისტრირებულ ფორმებსა და პრეპარატებს. გადაამოწმეთ ოფიციალურ დოკუმენტებში.
გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია რაც საიტზეა.

 საკონსულტაციო კითხვა–პასუხები, წარმოდგენილია როგორც კითხვა–პასუხების  სპეციალისტთა განსახილველი ალტერნატიული ვარიანტი (ექიმებისათვის). ცხადია, ისინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვითმკურნალობისათვის და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. ხშირ შემთხვევაში პასუხები მომზადებულია სტუდენტების მიერ.

ბანერები შეიძლება განთავსებული იყოს ნებისმიერად. მაგალითად თუ ,,ჰიპერტონიული კრიზის” პოსტზე დევს «უგულავას დიეტის» ბანერი, ეს არ ნიშნავს რომ  ,,ჰიპერტონიული კრიზის” დროს უნდა დაიცვათ ,,უგულავას დიეტა”. ბანერები შეიძლება ტექსტთან  კავშირში არ იყოს, ისევე, როგორც რეკლამა ტელევიზიაში არაა კავშირში იმ ფილმთან რომელსიც სარეკლამო ბლოკია ჩადგმული.

სოციოლოგიური კვლევის შედეგები არ წარმოადგენს რაიმე სამედიცინო სახის რეკომენდაციას.

გახსოვდეთ ! თვითმკურნალობა დაუშვებელია. საიტი მხოლოდ ექიმებისა და ფარმაცევტებისთვისაა.

საიტის ინფორმაცია არაა მიმართული  სასამართლო დავებსა და ექსპერტიზების დროს გამოსაყენებლად.

სარეკლამო ტექსტები მონიშნულია ასოთი R. მათ შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას, რომელიც მითითებულია R – ასოს შემდეგ.

______________________________________