ხერხემლის არხის სტენოზი

ხერხემლის არხის სტენოზი შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი სტენოზი ვითარდება სპონდილოლისთეზის ან ოსტეოქონდროზის შედეგად. მისი ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა ნეიროგენური (კაუდოგენური) გარდამავალი კოჭლობა, რომელიც ვლინდება სიარულის დროს ან ხანგრძლივი დგომისას წვივი კუნთების, იშვიათად ბარძაყის კუნთების  ორმხრივი ტკივილით, პარესთეზიით, სისუსტით, რომელიც მცირდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, თუკი ავადმყოფი დაჯდება ან წინ გადაიხრება.

მკურნალობაში შედის კორსეტის ტარება, სხეულის მასის დაკლება, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ფიზიოთერაპიული პროცედურები.