ტესტოსტერონი – მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონი (ანდროგენი). გამომუშავდება სათესლეების მიერ. ასტიმულირებს მამაკაცის სასქესო ორგანოების ფუნქციას, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს სტეროიდს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი