საჭმლის მომნელებელი სისტემა

საჭმლის მომნელებელი სისტემა – იმ ორგანოთა ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხდება საჭმლის მონელება. იწყება პირის ღრუთი და თავდება ანალური ხვრელით; მოიცავს პირის ღრუს, ხახას, საყლაპავ მილს, კუჭს, ნაწლავებს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი