საშვილოსნოს ყელის პოლიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშვილოსნოს ყელის პოლიპი – 1. (გინეკ.) უხშირესად გვხვდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში. ხასიათდება ჰემორაგიული და ლორწოვანი გამონადენით. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომიდ. როგორც წესი, საშვილოსნოს ყელის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნეა. დიაგნოზი ისმევა საშვილოსნოს ყელის სარკეებით გამოკვლევის დახმარებით. მკურნალობა. ყველა შემთხვევაში ნაჩვენებია პოლიპის მოცილება საშვილოსნო ყელის არხის და სხეულის ლორწოვანი გარსის შემდგომი გამოფხეკით და პოლიპის და ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. მორეციდივე პოლიპებით ავადმყოფები გაგზავნილ უნდა იყვნენ ონკოლოგთან.   ენდომეტრიუმის ან ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ეპითელის პათოლოგიური პროლიფერაცია ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე. პოლიპების, განსაკუთრებით საშვილოსნოსეულის წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებენ ჰორმონული დარღვევები.  ვლინდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას სარკეებით; ჩანს რბილი, ვარდისფერი წარმონაქმნი, რომელიც დაკიდულია საშვილოსნოს არხში. დიაგნოზი ზუსტდება კოლპოსკოპიით. მისი ხშირი სიმპტომია მენორაგიის ტიპის სისხლდენა. ზუსტი დიაგნოზი ისმება საშვილოსოს ღრუს  უშუალო  დათვალიერებით (მეტროგრაფია). პოლიპების დიაგნოსტირება შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით. ადენომატოზური პოლიპები განიხილება როგორც კიბოს წინარე მდგომარეობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა