ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სასქესოთეორია – / ჩანასახოვანი / გზის ანუ ჩანასახოვანი პლაზმის უწყვეტობის შესახებ – ამ თეორიის მიხედვით, სასქესო ნერგისა და სხვა დანარჩენი ნერგების განვითარების გზის გამოცალკევება მიმდინარეობს ემბრიოგენეზის ადრეულ ეტაპებზე. ვეისმანის მიხედვით, სასქესო ნერგი ადრე გამოცალკევდება სხვა ნერგებიდან და დამოუკიდებელია ორგანიზმისაგან. ამასთან დაკავშირებით თითქოსდა არსებობს ორი პლაზმა: ჩანასახოვანი, რომელიც განუწყვეტლივ გადაეცემა ერთი თაობის სასქესო უჯრედებიდან ახალი თაობის სასქესო უჯრედებს, და სომატური, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის განვითარებას (ჩანასახოვანი პლაზმის მატარებელია, მაგრამ არ მოქმედებს მის თვისებებზე). „სომისა“ და სასქესო პლაზმის ურთიერთდაპირისპირების არამართებულობა მკვლევარებმა დაამტკიცეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა