სამშობიარო ტრავმა – დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობასთან, შესაძლოა წარმოიქმნას როგორც ქალებში, ასევე ახალშობილებში პათოლოგიური მშობიარობის და არაკვალიფიციური სამეანო დახმარების გამო. ქალის სამშობიარო ტრავმას მიეკუთვნება: შორისისა და საშოს გახევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, საშვილოსნოს გახევა, საშვილოსნოს გადმობრუნება, მენჯის ძვლების ტრავმები შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ტრავმები და სხვ.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
…