სამედიცინო პარაგრაფები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სამედიცინო პარაგრაფები – ”  –  XVIII ს. (1714 – 24) სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ვახტანგ VI. წიგნი შედგება 37 პარაგრაფისაგან, სადაც ძირითადად დახასიათებულია არაორგ. წარმოშობის სამკურნ. საშუალებანი, მათი შემზადების და გამოყენების წესები; აღწერილია წამლები, რომლებსაც იყენებდნენ ხველების, გულის, კუჭ – ნაწლავის, ფილტვების, სახსრების და სხვ. დაავადებათა დროს; დახასიათებულია კოსმეტიკური საშუალებანი  –  მათეთრებელი მალამო, სურნელოვანი ნაერთები, თმის შავი საღებავი, თმის ამოსაყვანი წამლები და სხვ. ტექსტში შეინიშნება რუს. და ლათ. ტერმინოლოგიის გავლენა, რაც იმას მოწმობს, რომ ავტორი კარგად იცნობდა რუს და ევრ. მედიცინას. მ. შენგელია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა