ტენეზმები

ტენეზმები – (ბერძნ. tenesmos  –  ცრუ ჭინთვა < teino  –  ვძაბავ), მტკივნეული, ცრუ ჭინთვები დეფეკაციის ან შარდვის დროს. იწვევს სწორი ნაწლავის ან შარდის ბუშტის კუნთების ტონური შეკუმშვა, ამავე დროს სფინქტერების სპაზმური შეკუმშვა ხელს უშლის ორგანოს დაცლას.. ტენეზმები აღინიშნება დიზენტერიის, სწორი ნაწლავის სხვადასხვა პათოლ. პროცესის ( ანთება, ნახეთქები უკანა გასავალში, ბუასილი, სიმსივნე) დროს ან შარდის ბუშტისა და მიმდებარე ორგანოების (ცისტიტი, პროსტატიტი), ზურგის ტვინის დაავადებებისა (მიელიტი, ზურგის ტვინის ტაბესი) და სხვ. შემთხვევებში.

მკურნალობა ტენეზმების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია; ჩასაჯდომი აბაზანა, მიკროოყნა (გვირილის ნაყენი, ვაზელინის ზეთი), ანტისპასიკურპრეპარატებიანი სანთლები. [“1”] 2.  ხშირი, მტკივნეული, მტანჯველი, სურვილი არაპროდუქტიული დეფეკაციისა, რომელიც განპირობებულია სწორი ნაწლავის მუსკულატურის სპაზმით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი