ტროპონინი Т

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტროპონინი Т – ცილა, რომელიც მონაწილეობს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის რეგულაციის პროცესში. წარმოადგენს მიოკარდის დაზიანების მაღალმგრძნობიარე მარკერს (კარდიომარკერი). სისხლში დაზიანებული კარდიომიოციტიდან ტროპონინი Т – ს გამოთავისუფლების დინამიკა ისეთია, რომ ეს მოლეკულა სისხლში ვლინდება  გულის შეტევის მომენტიდან 2,5 საათში და ნარჩუნდება  14 დღემდე. მოცემული მაჩვენებელი გამოიყენება მიოკარდის ინფარქტის დიაგნოსტიკაში, არა მხოლოდ პირველ საათებში, არამედ შედარებით გვიანდელ ვადებშიც.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა