ტრანსუდატი

ტრანსუდატი – სისხლისა და ლიმფის შეგუბების შედეგად წარმოქმნილი სითხე, რომელიც გროვდება სხეულის ღრუებში. წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებების გარეშე, რითაც გამონაჟონებისაგან განსხვავდება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი