ტოქსიკოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოქსიკოდერმია – (კანისა და ვენ. დაავ.) –  ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა გამონაყრის გაჩენით. უხშირესად ტოქსიკოდერმიის მიზეზს წარმოადგენს საკვები პროდუქტები, აგრეთვე მედიკამენტები.  სიმპტომები. ტოქსიკოდერმიის კლინიკური სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია და რთული, თუკი მას თან სდევს სხვა სახის დერმატოზები. უხშირესად ვითადებიან ერითემები, რომლებიც შეიძლება იყვნენ შეშუპებულნი, კერძოდ სახეზე; სხეულზე ვითარდებიან როზეოლები, რომლებიც სწრაფადვე ქრებიან, ფენაცეტინის, სალიცილატების, ამიდოპირინის, სურმის, ბისმუტის, იოდის, ვერცხლისწყლის პრეპარატების, ქინინის, სულფანილამიდების, ევკალიპტის ზეთის, B ჯგუფის ვიტამინების გამოყენების შედეგად გვხვდება ფიქსირებული გამონაყარი ერითემების და ბუშტუკების სახით. ეგზემისმსგავსი გამონაყარი ვითარდება ქინინის, ნოვოკაინის, ეფედრინის, ფორმალინის, პენიცილინის, სულფანილამიდური პრეპარატების და სხ. გამოყენების შემთხვევაში. ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატებმა, სულფანილამიდებმა, პენიცილინმა, ატროპინმა, იოდის, ბრომის პრეპარატებმა, B ჯგუფი ვიტამინებმა და სხვ. კვანძოვანი გამონაყარი ვითარდება დარიშხანის, ქინინის პრეპარატების, სალიცილატების და სხ. მიღების შემდეგ. სხვადასხვა საკვებმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალიმენტარული ტოქსიკოდერმიები ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების, ძლიერი ქავილის, ფიგურული ერითემების და სხვ. სახით. დიაგნოსტიკაში, არც თუ იშვიათად გვეხმარება ანამნეზი, აგრეთვე კანის სინჯები.

გაფრთხილება!