საკრალიზაცია

საკრალიზაცია – (ანატ. sacralis – გავის) განვითარების ანომალია – წელის მე – 5 მალის გადასვლა ხერხემლის გავის ნაწილში – მისი  განივი მორჩების შეზრდა  გავასთან.

უმრავლეს შემთხვევებში საკრალიზაცია არ მიმდინარეობს რაიმე კლინიკური სიმპტომატიკით. მისი ყველაზე უფრო ხშირი გართულებებია ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი;

მკურნალობა ტარდება ტკივილის სინდრომის არსებობისას და მოიცავს მასაჟს, ფიზიოთერაპიას და სხვ.