გულის ტამპონადა

გულის ტამპონადა – სითხის დაგროვება გულის პერანგში, რაც ხელს უშლის გულის საკნების საკმარის ავსებას დიასტოლის დროს და იწვევს გულის მწვავე უკმარისობის განვითარებას. ვლინდება არტერიული წნევის დაცემით, ტაქიკარდიით, კისრის ვენების გაბერვით, გულის ტონების მოყრუებით, ქოშინით, ღვიძლის გადიდებით, ფსიქომოტორულ აგზნებით, ცნობიერების დაბინდვით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით და ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – პერიკადიოცენტეზი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი