გლიკირებული ჰემოგლობინი

გლიკირებული ჰემოგლობინი – კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის ცილასთან (გლობინთან) გლუკოზის შეერთებით; სისხლში  გლიკირებული ჰემოგლობინის დონის ზრდა აღინიშნება გლუკოზის დონის მომატებისას (შაქრიანი დიაბეტის დროს).

გლიკირებული ჰემოგლობინი წარმოადგენს საუკეთესო ტესტს დიაბეტის გამოსავლენად, ასევე მკურნალობის პროცესში დაავადების კომპენსაციის ხარისხის დასადგენად. მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის ჰემოგლობინის დონეზე.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი