გიიენ – ბარეს სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გიიენ – ბარეს სინდრომი – მწვავე ანთებითი პოლირადიკულონევროპათია. ვლინდება სწრაფად მზარდი, დუნე ტეტრაპარეზით, არეფლექსიით, მგრძნობელობის მსუბუქი დარღვევებით, ცილოვან – უჯრედული დისოციაციით თავზურგტვინის სითხეში. მძიმე ვეგეტატური დისფუნქციის, ბულბური და სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ლეტალობა. უმრავლეს შემთხვევაში ხდება ნერვული ბოჭკოების დემიელინიზაცია. პროგრესირების ფაზაში პლაზმაფარეზი და ინტრავენურად იმუნოგლობულინის შეყვანა ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს. გიიენ – ბარის სინდრომი – (G. Guillain, ფრან. ნევროპათოლოგი; J. A. Barre, ფრან. ნევროპათოლოგი; სინ.: გიიენ – ბარი – შტორლის სინდრომი, პირველადი მწვავე იდიოპათური პოლირადიკულონევრიტი) პოლირადიკულონევრიტი, რომელიც ხასიათდება კიდურთა კუნთების პერიფერიული დამბლით და ცილოვან – უჯრედული დისოციაციით ცერებროსპინალურ სითხეში, ზედაპირული მგრძნობელობის შენარჩუნების პირობებში; შესაძლოა ჰქონდეს აღმავალი ხასიათი სახის, ხახის, ხორხის კუნთების პროცესში ჩართვით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა