ბუასილი. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუასილი – (ქირურგ.) სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება. აღნიშნული პათოლოგია – ბუასილი  ვითარდება ვენური კედლის თანდაყოლილი ან შეძენილი სისუსტის დროს, ვენური უკუდინების გაძნელების (სიმსივნეები, ორსული საშვილოსნო, მკვრივი განავლოვანი მასების დაგროვება მკვეთრი შეკრულობების დროს და ა.შ.) შედეგად.

ბუასილის სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ბუასილს. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს დეფეკაციის დროს, სიმძიმისა და წვის შეგრძნებას, ქავილს, სისხლდენებს უკანა ტანიდან ან მხოლოდ სისხლის მინარევს განავლოვან მასებში. უკანა ხვრელის გასინჯვით აღინიშნება ცალკეული ვენური კვანძები (დაჭიმული ან ჩავარდნილი). თითით რექტალური გამოკვლევისას ისინჯება ლორწოვანი გარსის მტკივნეული, მრგვალი ამობერილობები. თუკი ვარიკოზული კვანძები გარეთ ვარდება და იჭედება, ვითარდება მკვეთრი ტკივილები. შესაძლებელია გამოვარდნილი კვანძების ანთება ან დაწყლულება.

ბუასილის მკურნალობა. ისეთი დიეტის დანიშვნა, რომ კუჭში გასვლა იყოს ყოველდღიური, ხოლო განავლოვანი მასები – რბილი კონსისტენციის. თითოეული დეფეკაციის შემდეგ, უკანა ტანის გულმოდგინე ტუალეტი, ცივი წყლით უკანა ყოველდღიური გამორეცხები, გვირილის ოყნები, სანთლები ბელადონათი, ნოვოკაინით. ხშირი და მასიური სისხლდენების დროს, რომელთაც მივყავართ ანემიამდე, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი


  1.  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
  2.  გაფრთხილება!

.