ბრადიკარდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრადიკარდია – (ბერძნ. bradys ნელი და kardia – გული), გულისცემის შენელება (წუთში 60 – ზე ნაკლები). როგორც ნორმალური კონსტ. მოვლენა შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, განუვითარდეს კარგად ნავარჯიშებ სპორტსმენსაც ან იყოს რომელიმე დაავადების ერთ – ერთი ნიშანი. ბრადიკარდია უმეტესად აღინიშნება გულის გამტარი სისტემის დაზიანების (გულის ბლოკადა), მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის კუნთის ანთებითი (ინფექციური ან ტოქსიკური) დაავადებების დროს. ხანგრძლივმა ბრადიკარდიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა პერიფერიულ და განსაკუთრებით ქალასშიგა არტერიებში. გულის სრული ბლოკადის დროს, როდესაც გულისცემის სიხშირე 40 – 30 ან უფრო ნაკლებია წუთში, ფერხდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება, რასაც შეიძლება მოჰყვეს კანისა და ლორწოვანი გარსების ძლიერი გაფითრება, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, ზოგჯერ გულის გაჩერებაც. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა