აპლაზია

აპლაზია – (aplasia ბერძნ.a – უარყოფა და plasis – ფორმირება, წარმოქმნა) სხეულის, ორგანოს ან ქსოვილის უბნის ნაწილის თანდა­ყოლილი არარსებობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

აპლაზია (aplasia)  – სხეულის რომელიმე ნაწილის (ორგანოს) თანდაყოლილი არარსებობა, ზოგჯერ განუვითარებლობა (ორგანოს სრული არარსებობას ეწოდება აგნეზია). აპლაზიის მიზეზები შეიძლება იყოს ტერატოგენული ზემოქმედება (გარემო ფაქტორები, რომელიც არღვევს ინდივიდუალურ განვითარებას) ან გენეტიკური დარღვევები (ქრომოსომების მოზაიკურად აღმოცენებული დაზიანებები და ა.შ.). (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.