აორტის რკალის ტოტების ოკლუზია

აორტის რკალის ტოტების ოკლუზია – იწვევს თავის ტვინისა და ზედა კიდურების იშემიას, ეტიოლოგია: ათეროსკლეროზი, არასპეციფიკური აორტო – არტერიიტი და ა. შ. დაავადების პათოგენეზში ძირითადი რგოლია თავის ტვინის უბნების ჰიპოქსია, რომლებიც სისხლმარაგდებიან დაზიანებული არტერიებით. თავის ტვინის 4 არტერიიდან ერთ – ერთის დაზიანებისას თავის ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგება შესაძლებელი ხდება დიდი ტვინის არტერიული წრეში სისხლის გადადენით; თუმცა ზოგჯერ ეს იწვევს პარადოქსულ ეფექტს. ლავიწქვეშა არტერიის პროქსიმალური ნაწილის ოკლუზიის დროს სისხლი ზედა კიდურში ხვდება დიდი ტვინის არტერიული სისტემიდან, რის გამოც ღარიბდება ამ უკანასკნელის სისხლმომარაგება, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს (ლავიწქვეშა მიტაცების სინდრომი). ოკლუზიის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა საძილე არტერიების ბიფურკაცია (50%), იშვიათად – საერთო საძილე არტერია, მხართავის ღერო, ლავიწქვეშა და ხერხემლის არტერიები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი