ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ანეუპლოიდია – (aneuploidia ბერძნ.an – უარყოფა eu – კარგი და ploos – დალაგება; ეუპლოიდიის საპირისპირო იხ.) უჯრედებში ქრომოსომების რიცხვის შეცვლა, რაც დაკავშირებულია ქრომოსომების ნაკრებში ერთი ან მეტი ქრომოსომის დაკარგვასა ან მომატებასთან. უფრო ხშირად ანეუპლოიდია გამოწვეულია მიტოზის დროს ქრომოსომების დაუცილებლობით რაიმე გარე ან შიგა ფაქტორების გავლენით. ამ დროს ნაკრებებში ქრომოსომების ბალანსირებული რიცხვი ირღვევა. იმისდა მიხედვით, თუ ქრომოსომების რა რაოდენობა აკლია, ან აღემატება დიპლოიდურ ნაკრებში ქრომოსომების რიცხვს, არჩევენ ანეუპლოიდური უჯრედების რამდენიმე ფორმას: მონოსომაკებს, ნულისომაკებს, ტრისომაკებს, ორმაგ ტრისომაკებს, ტეტრასომაკებს, პოლისომაკებს. სინ. ჰეტეროპლოიდია, პოლისომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი