ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ანენცეფალია – (anencephalia an – უარყოფა encephalos – თავის ტვინი) სახის განვითარების გამოხატული ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ნერვული ლულის წინა ნაწილის ჩამოყალიბებასთან. ანენცეფალებს თითქმის არა აქვთ თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰემისფეროები, მკვეთრად აქვთ შეცვლილი ქალას ფუძის ძვლების სტრუქტურა. ზურგის ტვინიც განუვითარებელი აქვთ. სიმახინჯის ეს სახე სიცოცხლესთან შეუთავსებელია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი