ანგიოენდოთელიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიოენდოთელიომა – (angioendothelioma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი + ენდოთელიუმი + oma სიმსივნე; სინ.: ჰემანგიოენდოთელიომა, ავთვისებიანი ანგიოენდოთელიომა, ჰემანგიოენდოთელიობლასტომა, ავთვისებიანი ანგიომა) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების ან ლიმფური ძარღვების ენდოთელიუმიდან; გვხვდება საკმაოდ იშვიათად. მაკროსკოპულად ანგიოენდოთელიომა წარმოადგენს ერთ, ან რამოდენიმე კვანძს (დიამეტრით 10 სმ – მდე), რომელიც მდებარეობს კანში, სხეულისა და კიდურების რბილ ქსოვილებში, პარანაზალურ ღრუებში, შინაგან ორგანოებში, ძვლებში. კვანძები რბილი კონსისტენციის, თეთრი, ვარდისფერი, ან მუქი წითელი ფერისაა; ხშირად წყლულდება. კლინიკა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე და მისი ზრდის სიჩქარეზე. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევებში არაკეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი