ალტერნაცია გულის

ალტერნაცია გულის – (alternatio cordis; ლათ. alternatio მონაცვლეობა) გულის კუმშვითი ფუნქციის დარღვევა, რომლის დროსაც გულის შედარებით ძლიერ შეკუმშვას მოჰყვება შედარებით სუსტი; ზოგჯერ გულის ალტერნაციას მიაკუთვნებენ გულის არითმიებს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი