ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქცია – ბიოლოგიური რეაქცია, რომელიც ავლენს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ამა თუ იმ ალერგენისადმი. ალერგენის შეყვანისას (კანში) ორგანიზმი იძლევა ადგილობრივ (შეწითლება, შეშუპება) ან ზოგად (ტემპერატურის აწევა და სხვა) რეაქციას, რომლის სიძლიერე დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, ალერგენის თავისებურებებსა და მისი შეყვანის წესზე. ალერგენის დიაგნოსტიკური სინჯისას იყენებენ ზოგიერთი დაავადების (ტუბერკულოზი, ტულარემია, ბრუცელოზი) დიაგნოზის დასაზუსტებლად. მაგალითად ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის იხმარება პირკეს კანის სინჯი (წინამხრის კანზე აწვეთებენ ალერგენ ტუბერკულინს და კანს გაკაწრავენ) და უფრო ძლიერი, მანტუს კანშიგა სინჯი (ტუბერკულინი შეჰყავთ კანში), ბრუცელოზის დროს – ბიურნეს კანშიგა სინჯი და სხვა; პირკეს და მანტუს სინჯების მეშვეობით ადგენენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით ( BCG) აცრილთა იმუნიტეტსაც. ალერგიული დიაგნოსტიკური სინჯის შედეგი გამოვლინდება 48 – 72 საათის შემდეგ. ასეთივე ტიპის ალერგიულ სინჯს იყენებენ თივისმიერი ცხელების, ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიულ დაავადებათა გამომწვევების დასადგენად. ვ. ანთაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი