სიფილისი

სიფილისი

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

სიფილისი (lues, syphilis)  – ქრონიკული ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს მკრთალი ტრეპონემა; ხასიათდება მორეციდივე მიმდინარეობით, კლინიკური სიმპტომების დამახასიათებელი პერიოდიზაციით, ყველა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით; გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით.

ეტიოლოგია

გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა. დასნებოვნების წყაროა სიფილისით დაავადებული ადამიანი.
გადაცემის ძირითადი გზაა ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტი (ჩვეულებრვ სქესობრივი). შესაძლებელია ასევე ე. წ. საყოფაცხოვრებო სიფილისი. თანდაყოლილი სიფილისის დროს დასნებოვნება ხდება პლაცენტის სისხლძარღვებიდან.

პათოგენეზი

მკრთალი ტრეპონემა ორგანიზმში ვრცელდება ლიმფური სისტემით, აქტიურად მრავლდება და პერიოდულად სისხლის ნაკადით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში და იწვევს დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებებს.
დროთა განმავლობაში მკრთალი ტრეპონემების რიცხვი ორგანიზმში მცირდება, თუმცა ქსოვილთა რეაქცია გამომწვევზე კიდევ უფრო მძაფრდება (სენსიბილიზაცია), რაც განაპირობებს კლინიკური სიმპტომების ცვლილებას.
დასნებოვნების შემდეგ აღინიშნება სიფილისური ინფექციის კლასიკური მიმდინარეობა, სიმპტომების კლასიკური პერიოდიზაციით.
შესაძლებელია ასევე ხანგრძლივი (მრავალწლიანი) უსიმპტომო მიმდინარეობა, შედგომში დაავადების გვიანი ნერვული და ვისცერული ფორმების განვითარებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

არანამკურნალებ ავადმყოფებში გამოყოფენ შეძენილი სიფილისის 4 პერიოდს: ინკუბაციური, პირველადი, მეორადი და მესამეული.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 20 – 40 დღე.
შესაძლებელია მისი შემოკლება (15 – 7 დღე) ან გახანგრძლივება (3 – 5 თვე). პირველადი პერიოდი გრძელდება 6 – 8 კვირა.
დამახასიათებელი სამი სიმპტომი: მაგარი შანკრი, რეგიონალური ლიმფადენიტი და რეგიონალური ლიფანგიტი.

მაგარი შანკრი

წარმოადგენს ეროზიას ან წყლულს, რომელიც წარმოიქმნება მკრთალი ტრეპონემის ჩანერგვის ადგილზე. სქესობრივი დასნებოვნებისას მაგარი შანკრი მდებარობს სასქესო ორგანოებზე.
მაგარი შანკრისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მცირე ზომები, სწორი მრგვალი ან ოვალური მოხაზულობა, გლუვი მოლურჯო – წითელი ფსკერი, მკვრიველასტური ინფილტრატი ფუძეში.
გაურთულებელი მაგარი შანკრი უმტკივნეულოა, არ ახლავს მწვავე ანთების ნიშნები. არაიშვიათია გადახრა აღწერილი კლინიკიდან.
მაგარი შანკრი შეიძლება იყოს ძალიან პატარა ან ძალიან დიდი, მისი ფსკერი შესაძლოა დაფარული იყოს ნეკროზული აპკით ან ქერქით (დიფთერიული და ქერქული მაგარი შანკრი).
გვხვდება მრავლობითი და მტკივნეული (ანალური და ურეთრალური) მაგარი შანკრები.
გამოყოფენ ასევე ატიპურ მაგარ შანკრებს: ინდურაციული შეშუპება (ჩუჩის ან სასქესო ბაგის მკვრივი, უმტკივნეულო შეშუპება), შანკრი – ამიგდალიტი და შანკრი – პანარიციუმი (ასტიმულირებს ჩირქოვან პანარიციუმს). მაგარი შანკრი შესაძლებელია გართულდეს მეორადი ინფექციით.

რეგიონალური ლიმფადენიტი

ვლინდება სპეციფიკური ცვლილებებით მაგარ შანკრთან ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში (ხშირად საზარდულის).
იგი წარმოიქმნება მაგარი შანკრის წარმოქმნიდან ერთი კვირის შემდეგ და შეიძლება იყოს როგორც ერთი, ასევე ორმხრივი. ლიმფური კვანძები გადიდებულია არათანაბრად, მოძრავია, უმტკივნეულო, გააჩნიათ მკვრიველასტიკური კონსისტენცია, არასოდეს არ ჩირქდებიან და არ იხსნებიან, კანი შეცვლილი არ არის.

რეგიონალური ლიმფანგიტი

რეგიონალური ლიმფანგიტი ყოველთვის არ ვლინდება. იგი ხშირია მამაკაცებში (მაგარი შანკრის მდებარობისას სასქესო ასოზე) მკვრიველასტიური უმტკივნეულო კანქვეშა ჭიმის სახით სასქესო ასოს ძირში და ზურგზე. პირველადი პერიოდის ბოლოს ვითარდება სპეციფიკური პოლიადენიტი, ზოგჯერ წარმოიქმნება არამკვეთრი ზოგადი მოვლენები (სუბფებრილური ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე).
მეორადი პერიოდი (პირველი გენერალიზებული გამონაყრიდან მესამეული სიფილიდების ხორკლების ან გუმების გაჩენამდე) გრძელდება 3 – 4 წელი;
ხასიათდება ტალღისებური მიმდინარეობით, კლინიკური სიმპტომების სიუხვითა და მრავალფეროვნებით.
შესაძლებელია დაზიანდეს ყველა ორგანო და სისტემა, თუმცა ძირითადი გამოვლინებები წარმოდგენილია კანსა და ლორწოვან გარსებზე გამონაყრით (მეორადი პერიოდის სიფილიდები).
სიფილიდების გაჩენა განპირობებულია კანში და ლორწოვან გარსებში მკრთალი ტრეპონემების შეღწევით.
პირველი გენერალიზებული გამონაყარი ყველაზე უხვია (მეორადი ახალი სიფილისი), მას თან ახლავს გამოხატული პოლიადენიტი.
გამონაყარი რჩება რამდენიმე კვირის განმავლობაში (იშვიათად 2 – 3 თვე), შემდეგ კი ქრება განუსაზღვრელი დროით. გამონაყრის განმეორებითი ეპიზოდები (მეორადი რეციდივული სიფილისი) მონაცვლეობს გამოვლინებების სრული არარსებობის პერიოდებთან (მეორადი ლატენტური სიფილისი).
გამონაყარი მეორადი მორეციდივე სიფილისის დროს ნაკლებ უხვია, მიდრეკილია ჯგუფურობისაკენ.
პირველ 6 თვის განმავლობაში მას თან ახლავს პოლიადენიტის თანდათანობითი დასრულება.
მეორადი პერიოდის სიფილიდებს არ ახლავთ სუბიექტური შეგრძნებები.

მეორე პერიოდი

მეორე პერიოდში გამოყოფენ სიფილიდების 5 ჯგუფს:

1. სიფილისური როზეოლა: მკრთალი ვარდისფერი, მრგვალი, აქერცვლადი ლაქები, სხვადასხვა ზომის;
2. სიფილისური პაპულები: მოლურჯო – წითელი ფერის გლუვი, მრგვალი სხვადასხვა ზომის კვანძები, ხშირად ცვლადი ზედაპირით, რაც დამოკიდებულია მათ ლოკალიზაციაზე – ეროზიული ლორწოვანზე, დაკოჟრებული – ხელიგულებსა და ფეხისგულებზე; ვეგეტატიური – უკანა ტანის ნაოჭებში და ე. წ. ფართო კონდილომები;
3. სიფილისური პუსტულები: სხვადასხვა ზომისა და სიღრმის ჩირქოვანი კერები სპეციფიკურ მკვრივ ფუძეზე, რომლებიც გარდაიქმნებიან წყლულებად ან ჩირქოვან ქერქებად;
4. სიფილისური სიმელოტე: თმების დიფუზური ან წვრილკეროვანი დაზიანებები თავზე კანის ანთებითი ცვლილებების გარეშე;
5. სიფილისური ლეიკოდერმა: კისრის კანის ლაქოვანი ან მაქმანისებური ჰიპოპიგმენტაცია.

ხშირად ზიანდება ხახის ლორწოვანი, ვიტარდება სიფილისური ანგინები, რომელიც ბანალური ანგინისგან განსხვავდება მკვეთრი საზღვრებით, ანთებითი მოვლენების, ცხელებისა და ტკივილის არარსებობით. ხმის იოგებზე გამონაყრის დროს აღინიშნება ხმის ჩახლეჩა.
იშვიათად აღინიშნება სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანება: დიფუზური პერიოსტიტები და ოსტეოპერიოსტიტები, ღამით ძვლის ტკივილები (წვივების), პოლიართრიტული სინოვიტები ჰიდრართროზებით, დიფუზური ან კეროვანი ჰეპატიტები, ნეფრიტები, გასტრიტები არასპეციფიკური სიმპტომატიკით, პოლინევრიტები და მენინგოვასკულარული სიფილისი.
სიფილისის მეორე პერიოდში აღინიშნება დიაგნოსტიკური შეცდომების ყველაზე მეტი რაოდენობა.

მესამეული პერიოდი

მესამეული სიფილისი იწყება ყველაზე უფრო ხშირად დაავადების მე – 3 – 4 წელზე და მკურნალობის არარსებობისას გრძელდება ავადმყოფის სიცოცხლის ბოლომდე.
მისი გამოვლინებები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით, იწვევს ინვალიდიზაციას და ხშირად სიკვდილს. მესამეული სიფილისის თავისებურებებია: ტალღისებული მიმდინარეობა არახშირი რეციდივებითა და მრავალწლიანი ლატენტური მდგომარებით, დიდი ზომის, შემოფარგლული დაშლისადმი მიდრეკილი გრანულომების არსებობით, დაზიანებების უპირატესი მდებარეობა ტრავმების ადგილზე, მკრთალი ტრეპონემების მცირე რიცხვი ქსოვილებში და ამასთან დაკავშრებით მესამეული სიფილიდების უმნიშვნელო კონტაგიოზურობა, ინფექციური ალერგიის მაღალი დონე, არაიშვიათად უარყოფითი კლასიკური სეროლოგიური რეაქციები სიფილისზე.

მესამეულ პერიოდში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნებისმიერი ორგანოს დაზიანება, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირია კანის, ლორწოვანი გარსებისა და ძვლების დაზიანება.
მესამეული პერიოდის სიფილიდები წარმოდგენილია ორი ელემენტით – ბორცვებითა და კვანძებით (გუმებით), ბორცვები მცირე რაოდენობით ლაგდება კანის სისქეში და აქვთ ნახევარსფეროსებრი მკვრივი მოლურჯო – წითელის ფერის, გლუვი, მკაფიოდ შემოსაზღვრული, ზომით ალუბლის კურკისებრი სახე.
ისინი არ იძლევიან სუბიექტურ შეგრძნებებს, ლაგდებიან ჯგუფურად კანის ნებისმიერ უბანზე, არასოდეს არ ერწყმიან, საკმაოდ სწრაფად წყლულდებიან, და შეხორცების შემდეგ ტოვებენ თავისებურ პიგმენტურ ნაწიბურებს. რეციდივების დროს ნაწიბურებზე ახალი ბორცვები არასოდეს არ წარმოიქმნება. სიფილისური გუმა წარმოადგენს უმტკივნულო კვანძს კანქვეშა ქსოვილის სიღრმეში.
ზოგჯერ აღწევს კაკლის ზომას, აქვს მოლურჯო – წითელი ფერი, ნახევარსფეროსებრი ფორმა, მკვრივ – ელასტიკური კონსისტენცია, შემდეგ წყლულდება ცენტრში მცირედი სითხის გამოყოფითა და ნეკროზული ჭიმის წარმოქმნით.
გუმოზური წყლული უმტკივნეულოა, აქვს მკვრივი ლილვაკისებური კიდე და სწორი მოხაზულობა, შეხორცებისას ტოვებს პიგმენტურ ნაწიბურს.
გუმები ერთეულია, ლოკალიზდებიან წვივებზე და წინამხრებზე, იშვიათად თავზე.
მათი გაჩენა ყოველთვის პროვოცირდება მექანიკური ტრავმით. გუმები შესაძლებელია გართულდენ მეორადი ინფექციიით. ხშირად გუმები ლოკალიზდებიან ცხვირისა და ხახის ლორწოვანზე, იშვიათად ენაზე.
ისინი ხშირად ირადირებენ ქვემდებარე ქსოვილებში, იწვევენ ფონაციის, ყლაპვის, სუნთქვის, დარღვევებს; ცხვირის ძგიდის ძვლოვანი ნაწილის დაშლა იწვევს უნაგირისებრი ცხვირის ფორმირებას.

თანდაყოლილი სიფილისი

თანდაყოლილი სიფილისის დროს დასნებოვნება ხდება მუცელშიგა პერიოდში, დაავადებული დედისგან. მკრთალი ტრეპონემები აღწევენ ნაყოფის ორგანიზმში დაზიანებული პლაცენტიდან. ნაყოფის სიფილისით დასნებოვება ხდება დედის დაავადების პირველ სამ წელს, მან შესაძლოა დაარღვიოს ორსულობის მიმდინარეობა და გამოიწვიოს გვიანი აბორტი, მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა.

განასხვავებენ ადრეულ (4 წლამდე) და გვიანდელ (4 წლის შემდეგ) თანდაყოლილ სიფილისს.

ადრეული თანდაყოლილი სიფილისი დამატებით იყოფა:
ნაყოფის სიფილისი, ჩვილ ბავშვთა თანდაყოლილი სიფილი (1 წლამდე) და ადრეული ბავშვობის სიფილისი (1 – დან 4 წლამდე).
თითოეულ პერიოდს და ქვეპერიოდს გააჩნა საკუთარი კლინიკური თავისებურებები.
ნაყოფის სიფილისი, რომელიც ვითარდება ორსულობის მე – 5 თვიდან ხასიათდება უპირატესად შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის დაზიანებით, მათი დიფუზური უჯრედული ინფილტრაციით, შემაერთებელი ქსოვილის შემდგომი ზრდით, რამაც შესაძლოა სერიოზულად დაარღვიოს შესაბამისი ორგანოების ფუნქცია და გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლი, ელენთა და ლულოვანი ძვლები.
ჩვილ ბავშვთა ასაკის თანდაყოლილი სიფილისი, გარდა ზოგადი დისტროფიული და ცხელების სიმპტომებისა, ვისცერული და ძვლოვანი დაზიანებებისა (ჰეპატიტი, ნეფრიტი, პნევმონია, ოსტეოქონდრიტები და სხვ.) იძლევა საკმაოდ უხვ და მრავალფეროვან გამონაყარს კანზე და ლორწოვან გარსებზე, რომელიც მსგავსია მეორე პერიოდის სიფილიდებისა (სიფილისური როზეოლების, პაპულებისა და პუსტულების სხვადასხვა სახეები). ცალკეულ სიფილიდებს ჩვილ ბავშვებში აქვთ საკუთარი თავისებურებები.
პაპულებს აქვთ ეროზიული, სველი ზედაპირი.
პირის ირგვლივ პაპულები ერწყმიან ექსუდაციურ ბალთებად, რომელიც აჭრელებულია ღრმა რადიალური ნახეთქებთ (ჰოხზინგერის დიფუზური ინფილტრაციები) და ტოვებენ დამახასიათებელ სხივისებრ ნაწიბურებს ტუჩებზე, ყელზე და ნიკაპზე (რობინსონ – ფურნიეს რადიალური ნაწიბურები).
ცხვირის ლორწოვანზე ეროზიული პაპულები იწვევენ ქერქების წარმოქმნას, რომლებიც ხელს უშლიან ცხვირით სუნთქვას, რის გამოც ბავშვს არ შეუძლია ძუძუს წოვება (,,სიფილისური სურდო”).
აღინიშნება პულსტულოზური გამონაყარი ხელიგულებსა და ფეხისგულებზე, ასევე კიდურების სხვა ნაწილებში. ლულოვანი ძვლების მეტაფიზურ უბნებში ხშირად წარმოიქმნება ოსტეოქონდრიტები, რაც არაიშვიათად მთავრდება პათოლოგიური მოტეხილობებით (პაროს ფსევდოდამბლა).
ადრეული ბავშვობის ასაკის თანდაყოლილი სიფილისი ხასიათდება უპირატესად კანის, ლორწოვანი გარსებისა და ძვლების დაზიანებით. გამონაყარი ნაკლებ უხვია, ლოკალიზებულია მეორადი რეციდივული სიფილისის დროს არსებული გამონაყრის მსგავსად (ხშირია ფართო კონდილომები, სიფილისური ალოპეცია).
გვიანი თანდაყოლილი სიფილისი ხშირად ვლნდება 5 – 17 წლის ასაკში. მისი ძირითადი სიპტომები მსგავსია მესამეული სიფილისისა.
კანსა და ლორწოვან გარსებზე წარმოიქმნება ხორკლისებრი და გუმოზური ცვლილებები. თუმცა, განსხვავებით მესამეული სიფილისისა, გვიანდელი თანდაყოლილი სიფილისის დროს აღინიშნება მყარი სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ჩვილ ასაკში სიფილისის შეტევების შედეგს, ან ვლინდება მოგვიანებით სიფილისური რეაქციის ზემოქმედების შედეგად განვითარებად ძვლოვან სისტემასა და ზოგიერთ სხვა ორგანოებზე.
განასხვავებენ გვიანი თანდაყოლილი სიფილისის უპირობო და სავარაუდო ნიშნებს.
უპირობო (პათოგნომური) ნიშნებია ,,ჰუტჩინსონის ტრიადა”ჰეტჩინსონის კბილები, პარენქიმატოზული კერატიტი და ლაბირინთული სიყრუე.
სავარაუდო ნიშნები შესაძლებელია შეგვხვდეს სხვა დაავადებების დროსაც.
მათ მიეკუთვნება ,,ხმლისებური წვივები”, ,,გოთური სასა”, ლავიწის ძვლის მკერდის ბოლოს გამსხვილება, რობინსონ – ფურნიეს რადიალური ნაწიბურები, კბილების სხვადასხვაგვარი დისტროფიები.

დიაგნოზი

სიფილისის დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკურ გამოვლინებებს, აუცილებელ ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებს.
ვასერმანის რეაქცია დადებითია პირველადი პერიოდის მეორე ნახევარში და მთელი მეორადი პერიოდის დროს.
მესამეულ პერიოდში იგი უარყოფითია დაახლოებით ავადმყოფთა მესამედში.
შედარებით ზუსტი და სპეციფიკურია იმუნოფლუორესცენციის რეაქცია და მკრთალი ტრეპონემების იმობილიზაციის რეაქცია. მკურნალობისას გამოიყენება ანტიბიოტიკები.
მკურნალობის ხანგრძლივობა, ერთჯერადი და კურსული დოზები დამოკიდებულია სიფილისის სტადიაზე, თამნხლებ დაავადებებზე. გამოიყენება ასევე არასპეციფიკური თერაპია. მკურნალობა ტარდება სტაციონარში. 


სიფილისიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სიფილისი – ქრონიკული ვენერიული დაავადება, რომელიც ხასიათდება მორეციდივე მიმდინარეობით, კლინიკური სიმპტომების დამახასიათებელი პერიოდიზაციით, ყველა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით;
🦠 სიფილისის გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა.
გადაცემის ძირითადი გზაა ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტი (ჩვეულებრვ სქესობრივი).
🩸 თანდაყოლილი სიფილისის დროს დასნებოვნება ხდება პლაცენტის სისხლძარღვებიდან.
📌 არანამკურნალებ ავადმყოფებში გამოყოფენ შეძენილი სიფილისის 4 პერიოდს:
➡️ ინკუბაციური – გრძელდება საშუალოდ 20-40 დღე;
➡️ პირველადი – გრძელდება 6-8 კვირა;
➡️ მეორადი;
➡️ მესამეული;
🔎 დამახასიათებელია სამი ძირითადი სიმპტომი:
მაგარი შანკრი;
რეგიონალური ლიმფადენიტი;
რეგიონალური ლიფანგიტი.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად სტატიიდან – https://bit.ly/3TWnWVH
#სიფილისი #რაარისსიფილისი #სგს #სქესობრივადგადამდებიდაავადებები #სიფილისისნიშნები #სიფილისისსტადიები #სიფილისისსიმპტომები #სიფილისისდიაგნოსტიკა #სიფილისისმკურნალობა #ვენერიულიდაავადებები #მკრთალიტრეპონემა #თავისტკივილი #კანისწყლული #კუნთებისტკივილი #წონისკლება #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!