გონორეა

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

გონორეის და ქლამიდიოზის სადიაგნოსტიკო ტესტები ,,ამაზონზე”
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”  
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები  
ლუბრიკანტები  
სპერმიციდები

გონორეა (gonorrhea) – გონორეა ვენერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს გონოკოკი. დაავადება გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. დაავადების გადაცემის არასქესობრივი გზა საკმაოდ იშვიათად გვხვდება (ბავშვებში).
დაავადების გამომწვევი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით: ურეთრის ლორწოვან გარსს, ბართოლინის ჯირკვლების გამომტან სადინრებს, საშვილოსნოს მილებს.
ხშირად პროცესში ერთვება პარაურეთრული გზები, საკვერცხეების მფარავი ეპითელი, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, მცირე მენჯის პერიტონეუმი.

საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (გონორეული კოლპიტი)

ვითარდება ქალის ორგანიზმის განსაკუთრებული მდგომარეობების დროს: ბავშვობის ასაკში, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში. ანთებითი ექსუდატი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიბრინოგენს, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ფიბრინად, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემოფარგვლას და მრავალრიცხოვანი შეხორცებების წარმოქმნას. დაავადების ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3 – 4 დღეს;
იმუნიტეტი გონოკოკის მიმართ პრაქტიკულად არ გამომუშავდება. განასხვავებენ დაავადების შემდეგ ფორმებს: ახალადწარმოქმნილი (მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდული), ქონიკული და ლატენტური გონორეა. ტორპიდული – (ასიმპტომური) ფორმა ხასიათდება უმნიშვნელო კლინიკური გამოვლინებებით.
ლატენტური გონორეის დროს გონოკოკები ნაცხებსა და ნათესებში არ ვლინდება, დაავადების სიმპტომები პრაქტიკულად არ არსებობს; მიუხედავად ამისა, ქალი არის დაავადების აშკარა წყარო.

გონორეული ურეთრიტი

მწვავე სტადიაში ავადმყოფები უჩივიან ტკივილს, ჩხვლეტისა და ჭრის შეგრძნებას შარდვის დროს;
ქრონიკულ სტადიაში ჩივილები არ აღინიშნება. გინეკოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ურეთრის გარეთა ხვრელის გაწითლება და შეშუპება, ურეთრიდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ანთებით პროცესში ხშირად ერთვება პარაურეთრული გზები.
ქრონიკული ურეთრიტის დროს აღინიშნება მხოლოდ ურეთრის კედლების გასქელება (საშოს წინა კედლიდან პალპაციის დროს).

გონორეული ენდოცერვიციტი

ურეთრიტთან ერთად – ეს არის დაავადების ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია. მწვავე სტადიაში აღინიშნება ლორწოვან – ჩირქოვანი თეთრად შლა და უმნიშვნელო ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
საშოს სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვლინდება საშვილოსნის პირის (ხვრელის) მიდამოს ლორწოვანი გარსის გაწითლება და გაფაშრება, ცერვიკალური ლორწოვან – ჩირქოვანი თეთრად შლა.
ქრონიკულ სტადიაში გამონადენი ხდება ლორწოვანი, ავადმყოფებს ჩივილები არა აქვთ. ხშირად აღინიშნება ეროზია საშვილოსნოს გარეთა ხვრელის არეში.

გონორეული ბართოლინიტი

ანთება ყოველთვის იწყება ჯირკვლის გამომტანი სადინრიდან (კანალიკულიტი); ვლინდება გამომტანი სადინრების გარე ხვრელების მიდამოს ჰიპერემიით (გონორეული ლაქები). მეორადი ინფექციის თანდართვისას კი ვითარდება ჯირკვლის ფსევდოაბსცესი დამახასიათებელი კლინიკური სურათით (იხ. ბართოლინიტი).

გონორეული პროქტიტი

გვხვდება საკმაოდ იშვიათად, კერძოდ, ინფიცირებული გამონადენის შეღწევისას სასქესო ორგანოებიდან. მწვავე სტადია ხასიათდება სწორ ნაწლავში წვის შეგრძნებითა და ტენეზმებით; ქრონიკულ სტადიაში ეს სიმპტომები გამოხატული არ არის.

გონორეული ენდომეტრიტი

ინფექციის აღმასვლას ხელს უწყობს მენსტრუაცია, აბორტები, მშობიარობა, საშვილოსნოსშიგა ჩარევები (დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ჰისტეროსალპინგოგრაფია და სხვ.). გონორეული ენდომეტრიტის დროს ანთებით პროცესში ჩართულია ენდომეტრიუმის როგორც ბაზალური, ასევე ფუნქციონალური შრეები.
შემდგომი მენსტრუაციის დროს ლორწოვანი გარსის მოცილება ხანგრძლივდება, რაც ვლინდება ტიპიური ჰიპერპოლიმენორეით (მენორაგიით).
მწვავე სტადიაში აღინიშნება ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სუბფებრილური ტემპერატურა, სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენი;
პალპაციით საშოსმხრივი გამოკვლევისას საშვილოსნო მცირედ მტკივნეულია. ქრონიკული გონორეული ენდომეტრიტისათვის დამახასიათებელია მხოლოდ მენორაგიის სიმპტომი.

გონორეული სალპინგოოოფორიტი

ჩვეულებრივ ორმხრივია, ხოლო სხვა მიკრობებით გამოწვეული სალპინგოოოფორიტის დროს ანთებითი პროცესი ხშირად ერთმხრივია. პროცესის მწვავე სტადიაში ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი მუცელში, ტემპერატურის მომატება, დიზურიული მოშლილობები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
საშოსმხრივი გამოკვლევით ვლინდება გადიდებული, შეშუპებული, პალპატორულად მკვეთრად მტკივნეული საშვილოსნოს დანამატები. პროცესს ხშირად თან ერთვის მენჯის პერიტონიტის მოვლენები.
ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფები უჩივიან პერიოდულ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე რეციდივებს, რომლებიც გამოწვეულია არასპეციფიკური ფაქტორების ზეგავლენით (გაციება, გრიპი და სხვ.). დამახასიათებელია უნაყოფობა (პირველადი ან მეორადი).

გონორეული პელვიოპერიტონიტი

ვითარდება ანთებითი პროცესის გავრცელებით საშვილოსნოს დანამატებიდან მცირე მენჯის პერიტონეუმზე. ანთებას აქვს გამოხატული ტენდენცია შემოფარგვლისაკენ (გამონაკლისია გავრცელებადი პერიტონიტი).
დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილი მუცელში, დისპეფსური დარღვევები, ტაქიკარდია, ტემპერატურის მომატება, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები მუცლის ქვედა ნაწილში. პროცესი საკმაოდ სწრაფად შემოიფარგლება, რაზეც მიუთითებს მენჯის ზევით მდებარე ღარი (ჯორჯლისა და ნაწლავთა მარყუჟის კონგლომერატი).
საშოსმხრივი გამოკვლევით ვლინდება ორმხრივი სალპინგოოოფორიტის ნიშნები და საშოს უკანა თაღის შებერილობა, რომელიც მკვეთრად მტკივნეულია პალპაციით გასინჯვის დროს.
პროცესის მწვავე სტადიაში უკანა თაღის პუნქციის დროს ღებულობენ სეროზულ ექსუდატს. ქრონიკულ სტადიაში აღინიშნება ტკივილი, რაც განპირობებულია მენჯის ორგანოების ნაწიბუროვან – შეხორცებითი ცვლილებებით, ასევე უნაყოფობა, გამოწვეული ენდო – და პერისალპინგიტით.

სიმპტომები და დიაგნოზი

გონორეის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის საფუძველზე: დაავადების გამოვლინება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მოკლე პერიოდში, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები.
ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ პირველადი უნაყოფობა, გამოკვლევისას ვლინდება ურეთრიტი, ენდოცერვიციტი ორმხრივი სალპინგოოოფორიტი, პროქტიტი.
ტარდება ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული დიაგნოსტიკა – ნაცხები და ნათესები ურეთრიდან, ცერვიკალური არხიდან, საშოდან (ანტიბიოტიკების მიღებამდე!). ნაცხების ციტობაქტერიოლოგიური გამოკვლევისას განასხვავებენ შემდეგ სურათებს K1 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, ვლინდება უჯრედშიგა და უჯრედგარედ გონოკოკი (გრამუარყოფითი);
K2 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, გონოკოკები არ ვლინდება (ნაცხი საჭვოა გონორეაზე);
K3 – აღინიშნება ლეიკოციტების უმნიშვნელო რაოდენობა და მრავალფეროვანი მიკრობული ფლორა (ნაცხი დამახასიათებელი არ არის გონორეისათვის).

მკურნალობა

ახალადწარმოქმნილი და აღმავალი გონორეის დროს მკურნალობას ატარებენ სტაციონარის პირობებში. ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი, ანტიბაქტერიული და სიმპტომური მკურნალობა.
ნიშნავენ ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამასთან, მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სტადიასა და ლოკალიზაციაზე.
ანტიბიოტიკების დოზები შარდსასქესო ორგანოების ქვედა ნაწილების გონორეის დროს 2 – ჯერ ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აღმავალი გონორეის დროს (აღმავალი გონორეის დროს ანტიბაქტერიულ თერაპიას ატარებენ 5 – 7 დღის მანძილზე).

გონორეის განკურნების კრიტერიუმები

მკურნალობის დამთავრების შემდეგ ატარებენ ავადმყოფის გინეკოლოგიურ გამოკვლევას და 3 თვის მანძილზე ამოწმებენ ნაცხებს. ურეთრიდან, საშვილოსნის ყელიდან და საშოდან ნაცხებს იღებენ მედიკამენტოზური და ფიზიოლოგიური (მენსტრუაცია) პროვოკაციის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში გონოკოკების არ არსებობა საფუძველს იძლევა, რომ ქალი ჩავთვალოთ განკურნებულად გონორეისაგან.

გონორეა მამაკაცებში

გავრცელებული ვენერიული დაავადება, რომელიც ხასიათდება ძირითადად შარდსადენის ჩირქოვანი ანთებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია გონოკოკი; ხშირად მდებარებს უჯრედის შიგნით (ლეიკოციტების პროტოპლაზმაში). სწრაფად იღუპება მჟავე გარემოში, გამოშრობისას, ანტისეპტიკების ზემოქმედებით. აზიანებს შარდსასქესო ირგანოების ცილინდრულ ეპითელსა და კონიუნქტივას, იშვიათად – ბრტყელ ეპითელს.
მამაკაცების დასნებოვნება ხდება სქესობრივი გზით, ამასთან პირველად ზიანდება ურეთრა. გონოკოკები ვრცელდებიან შარდსასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსებით, აღწევენ სუბეპითელურ შემაერთებელ ქსოვილში, ლიმფურ ძარღვებში, ზოგჯერ სისხლმიმოქცევაში.
გონოკოკების დაშლისას გამოთავისუფლდება ენდოტოქსინი, რომელიც იწვევს ზომიერ ზოგად მოვლენებსა და ორგანიზმის სენსიბილიზაციას.
ქსოვილებში გონოკოკების გავრცელება იწვევს მათში ანთებით რეაქციას. გონორეის დროს თანდაყოლილი იმუნიტეტი არ არსებობს, შეძენილი არ ვითარდება, რის გამოც შესაძლებელია მრავალჯერადი რეინფიცირება.
პროცესის ხანდაზმულობის მიხედვით გამოყოფენ ახალწარმოქმნილ (2 თვემდე) და ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის) გონორეას.
გამოვლინებების გამოხატულების მიხედვით გონორეა იყოფა მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდულ სახეებად. გონორეის მიმდინარეობის ვარიაბელობა დამოკიდებულია ორგანიზმის წინააღმდეგობასა და რეაქტიულობაზე, რომლებიც დაკავშირებულია ავადმყოფის ასაკსა და თანმხლები დაავადების არსებობაზე.
მამაკაცებში გონორეის გართულებას ხშირად ხელს უწყობს ხშირი სქესობრივი აგზნება, გახაგრძლივებული და შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, ცხარე საკვები, ფიზიკური გადატვირთვა, ალკოჰოლიზმი.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ერთი დღიდან 2 – 3 კვირამდე.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხასიათდება ურეთრიტის მოვლენებით. მწვავე გონორეული ურეთრიტი იწყება ურეთრის წინა ნაწილის წვით, ქავილითა და ლორწოვანი გამონადენით. 3 – 4 დღეში პროცესი აღწევს სიმწვავის მაქსიმუმს.
აღინიშება ურეთრის გარეთა ხვრელის მკვეთრი ჰიპერემია და შეშუპება, მისი გამკვრივება და მტკივნეულობა პალპაციისას, უხვი ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან, მტკივნეული შარდვა.
მწვავე გონორეის დროს პროცესი ლოკალიზებულია წინა ურეთრაში: ორჭიქიანი სინჯის დროს შარდის პირველი ულფა მღვრიეა, მეორე – გამჭირვალე.
პროცესის გავრცელებისას უკანა ურეთრაზე აღწერილ სიმპტომებს ემატება შარდვის გახშირება და მტკივნეულობის გაძლერება მოშარდვის ბოლოს. ორჭიქიანი სინჯის დროს შარდი მღვრიეა ორივე ულუფაში. ქვემწვავე გონორეული ურეთრიტი ხასიათდება იმავე ნიშნებით, მაგრამ შედარებით ნაკლებ გამოხატული. ტორპიდული ახალი გონორეა ხასიათდება აღწერილი კლინიკური სიმპტომების სუსტი გამოხატულებით ან მათი არარსებობით ურეთრის ნაცხებში გონოკოკების არსებობის დროს.
ქრონიკული გონორეა ვითარდება ახალწარმოქმილი გონორეის არასაკმარისი ან არადროული მკურნალობის შედეგად. ავადმყოფის დასუსტების ან რაციონალური რეჟიმის დარღვევისას.
ქრონიკული გონორეის სიმპტომები დამოკიდებულია პროცესის გავრცელებაზე. ქრონიკული გონორეული ურეთრიტის დროს აღინიშნება მხოლოდ მცირედი გამონადენი შარდსადენიდან. შარდში ვლინდება ჩირქოვანი ძაფები და ფიფქები.
ქრონიკული გონორეული ურთრიტის დუნე მიმდინარეობას მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით შესაძლებელია თან ახლდეს პერიოდული გამწვავებები, რომლებიც იწვევენ მწვავე ურეთრიტის სიმულაციას. ქრონიკული გონორეის დროს განსაკუთრებით ხშირია სხვადასხვა გართულებები (ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, ვეზიკულიტი და სხვ.);
იშვიათად გართულებები ვითარდება მწვავე გონორეული ურეთრიტის დროსაც. ინფექცია ხვდება შესაბამის ორგანოებში ან ვრცელდება ლიმფურ-ჰემატოგენური გზით;

გონორეული ეპიდიდიმიტი

ვლინდება მაღალი ცხელებით, დაზიანებული დანამატის შეშუპებითა და მკვეთრი მტკივნეულობით, სათესლე პარკის შეწითლებით და შეშუპებით. საბოლოოდ შესაძლებელია განვითარდეს თესლგამომტანი სადინრის ნაწიბუროვანი შევიწროება, რაც იწვევს უნაყოფობას.

გონორეული პროსტატიტი

შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე პროსტატიტის დროს აღინიშნება ტკივილი შორისისა და უკანა ტანის არეში, გახშირებული შარდვა, ტკივილი შარდვის ბოლოს.
შესაძლებელია განვითარდეს ცხელება, ზოგადი მდგომარეობის დარღვევა. ქრონიკული პროსტატიტის დროს აღინიშნება სიმძიმის გრძნობა შორისის არეში, ერექციის შესუსტება, ნაადრევი ეაკულაცია, ხშირი პოლუციები.
პალპაციით მოისინჯება წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და მტკივნეულობა.
შედეგად შესაძლებელია განვითარდეს იმპოტენცია. გონორეული ურეთრიტის მძიმე გართულებაა ურეთრის ნაწიბუროვანი შევიწროება. დიაგნოსტიკა. ურეთრის გამონადენის ბაქტერიოსკოპია.

მკურნალობა

ტარდება ძირითადად ანტიბიოტიკებით. ავადმყოფი განკურნებულად ითვლება გონოკოკებზე საკონტროლო გამოკვლევის უარყოფითი შედეგების დროს, რომელიც ტარდება განმეორებითი კომბინირებული პროვოკაციის შემდეგ. პროგნოზი დროულად და სწორად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. გადასვლა გინეკოლოგია, მეანობა


გონორეალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 გონორეა – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს გონოკოკი
🦠 დაავადების გამომწვევი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით:
➡ ურეთრის ლორწოვან გარსს;
➡ ბართოლინის ჯირკვლების გამომტან სადინრებს;
➡ საშვილოსნოს მილებს.
🔎 გონორეის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის საფუძველზე – დაავადების გამოვლინება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მოკლე პერიოდში, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები.
📌 ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ პირველადი უნაყოფობა, გამოკვლევისას ვლინდება ურეთრიტი, ენდოცერვიციტი ორმხრივი სალპინგოოოფორიტი, პროქტიტი.
🧫ტარდება ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული დიაგნოსტიკა – ნაცხები და ნათესები ურეთრიდან, ცერვიკალური არხიდან, საშოდან.
⭕️ ახალადწარმოქმნილი და აღმავალი გონორეის დროს მკურნალობას ატარებენ სტაციონარის პირობებში. ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი, ანტიბაქტერიული და სიმპტომური მკურნალობა.
💊 ნიშნავენ ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამასთან, მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სტადიასა და ლოკალიზაციაზე.
👉 შეიტყვეთ უფრო მეტი გონორეის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3P4hjxX
#გონორეა #რაარისგონორეა #გონორეისსიმპტომები #გონორეისნიშნები #გონორეისდიაგნოსტიკა #გონორეისმკურნალობა #სქესობრივადგადამდებიდაავადებები #ვენერიულიდაავადებები #გონოკოკი #მუცლისტკივილი #ვაგინალურიგამონადენი #მტკივენულიშარდვა #გადიდებულისათესლეჯირკვლები #საშარდეგზებისინფექცია #გონორეულიპელვიოპერიტონიტი #გონორეულიკოლპიტი #გონორეულიურეთრიტი #გონორეულიენდოცერვიტი #გონორეულიბართოლინიტი #გონორეულიპროქტიტი #გონორეულიენდომეტრიტი #გონორეულისალპინგოოოფორიტი #გონორეამამაკაცებში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webგონორეა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!