მამაკაცის სქესობრივი ემოციები

✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

მამაკაცის სქესობრივი ემოციები

ქალის სქესობრივ ემოციებსა და თვისებებზე ბევრი დაწერილა. მასთან შედარებით ცოტა რამაა ცნობილი მამაკაცის სქესობრივ ემოციებზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფსიქოლოგიური თვალთახედვით და ფიზიკური აგებულებით ქალი უფრო საინტერესო არსებაა. მამაკაცი კი უფრო პრიმიტიული და ერთწახნაგოვანია სქესობრივ ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ მისი ტვინი მუშაობს ერთი მიმართულებით. კერძოდ, სანამ ამოძრავებს სქესობრივი გრძნობები, შეუძლია მიიღოს და გასცეს სქესობრივი კმაყოფილება. იგი სქესობრივი ემოციების გამოხატვაში ძალიან სტაბილურია.
მამაკაცში ქალის შეხედვისთანავე ჩნდება მისი დაუფლების სურვილი. დაახლოებით ერთ წუთში მასში იღვიძებს ვნებათაღელვა, ხოლო ორი წუთის განმავლობაში მას შეუძლია ორგაზმის მიღწევა. ყოველივე ამის შემდეგ კი შეუძლია ჯანმრთელი ძილით დაიძინოს. ასეთია საშუალო ბუნების მამაკაცის, როგორც სქესობრივი პარტნიორის სქემატური დახასიათება. რა თქმა უნდა, მამაკაცები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს სხვაობა დიდი არ არის და შეიძლება მათი წინასწარი შეცნობა.
მამაკაცებს პრაქტიკულად მხოლოდ ორი ეროგენული ზონა აქვთ: პირი და
სასქესო ასო. მიუხედავად ამისა მათ უჩნდებათ შიშველი ქალის სხეულთან კონტაქტის სურვილი. ქალს პარტნიორის აღგზნება შეუძლია გამოიწვიოს ხელით მამაკაცის სასქესო ასოზე ზემოქმედებით. ხოლო, რაც შეეხება, კისერს, პირს, მკერდს, წელს თეძოებს, ისინი სქესობრივი აღგზნების წერტილებად შეიძლება იქცნენ მხოლოდ ქალის ტუჩების საშუალებით. ყურები და მხრები პირით ალერსის მიმართ უგრძნობელნი არიან.

სქესობრივი კავშირის შემდეგ

სქესობრივი კავშირის შემდეგ მამაკაცში ხდება ემოციების მკვეთრი დაქვეითება. ეს ხდება ორგაზმიდან ერთი წუთის შემდეგ. მამაკაცი სრულიად მოდუნებულია, რაც ხელს უწყობს მისი ძალების აღდგენას. ამ პერიოდში ალერსი არ სიამოვნებს და გვერდით მწოლიარე ქალი არ აღელვებს. ამ დროს მამაკაცის კოცნა არ არის გულწრფელი და გრძნობების გამოხატვის იძულებით არის გამოწვეული. რასაც ამ დროს მამაკაცი სჩადის განპირობებულია არა მისი ემოციებით, არამედ ქალის მიმართ მოვალეობის გრძნობით. პრაქტიკულად მას მშვიდად ყოფნა სურს.
ხელმეორედ სქესობრივი კავშირის დამყარებისათვის მამაკაცს ენერგიის აღდგენა სჭირდება საშუალოდ 15-30 წთ-ის განმავლობაში. ზოგჯერ მეორე სქესობრივი აქტის დროს ორგაზმი უფრო ძლიერია, ზოგჯერ კი უფრო სუსტი, მაგრამ სქესობრივი კავშირი ყოველთვის უფრო ხანგრძლივია, რადგან სქესობრივი აქტის დამთავრებისას მისი ემოციური დონე იმდენად მაღალი აღარ არის.
ხელმეორედ სქესობრივი აქტის გამეორების სურვილი უჩნდება თითქმის ყველა მამაკაცს, მაგრამ ეს ფიტავს ორგანიზმს, რაც საკმაოდ მავნეა ჯანმრთელობისა და პოტენციისათვის. ქალებიც ხშირად განიცდიან სქესობრივი აქტის გამეორების სურვილს. ეს ხდება მაშინ, როცა ქალი სრულად არ არის დაკმაყოფილებული პირველი აქტის დროს და სურს განმეორებით განიცადოს სქესობრივი სიამოვნება.

ორგაზმის დროს

მამაკაცის ვნება სხვადასხვანაირად გამოიხატება, რაც ჩანს ორგაზმის მიმდინარეობის დროს. უმრავლესობა ასეთ მომენტში ალერსიანი ხდება და მათი მოქმედებაც მოზომილია. არის მამაკაცების დიდი ჯგუფი, რომლებიც ორგაზმის დროს ისე იქცევიან, თითქოსდა სურთ ნაწილ-ნაწილ გაგლიჯონ ქალი. ეს ხანდახან ქალში ვაგინალურ (ვაგინა, საშო – ქალის სასქესო აპარატის ნაწილი, კუნთოვანი მილი, მდებარეობს სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის) სისხლდენას იწვევს. მოძრაობის რიტმი ასეთ მამაკაცებს ეცვლებათ ნელი ტემპიდან სასქესო ასოს მკვეთრი მძვინვარე მოძრაობით საშოში.
მამაკაცების უმრავლესობას სასქესო ასო თავზე ქავილის შეგრძნება უჩნდებათ, რაც შემდგომ მთელ ორგანოზე ვრცელდება. ამის შემდეგ ხდება თესლის გამოყოფა. ყოველივე ამას თან ახლავს სპაზმური,
კონტროლს დაუმორჩილებელი სასქესო ასოს კუნთების შეკუმშვა. შეიმჩნევა ორგაზმის მოახლოებასთან ერთად მამაკაცის სასქესო ასოს მოძრაობის აჩქარების ტენდენცია. როგორც უკვე ითქვა, თესლის გამოყოფის შემდეგ მამაკაცს სჭირდება სრული სიმშვიდე. ეს წარმოადგენს ბუნებრივ რეაქციას, რომელიც სამწუხაროდ ქალში უკმაყოფილებას იწვევს, რაც ქალისა და კაცის განსხვავებული ფსიქიკის შედეგია. საქმე იმაშია, რომ აღგზნების დაქვეითება პარტნიორებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. კერძოდ, თუ მამაკაცს უჩნდება სიმშვიდისაკენ მისწრაფება, ქალში ალერსის სურვილი ჩნდება. მას სურს დარწმუნდეს, რომ ქმრისთვის ისევე სასურველია, როგორც რამოდენიმე წუთის წინ. გონიერი მამაკაცი ჩაეხვევა ქალს და ეყოლება იგი ამ მდგომარეობაში, სანამ ის არ დაიძინებს. ეს სქესობრივი აქტის ყველაზე სწორი დასასრულია. თითოეული ქალისათვის არასასიამოვნოა, როცა ქმარი სქესობრივი კავშირის დასრულებისთანავე “ღამე მშვიდობისას” უსურვებს და მისგან ზურგით შეტრიალდება. ფიზიკური სიახლოვით შექმნილი შეგრძნება ქალს მთლიანად უქრება. ამ დროს უჩნდება სიცარიელის გრძნობა და მორალური დაუკმაყოფილებლობა. ხშირად ქალები ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყოველ მამაკაცს უნდა ახსოვდეს აღნიშნული ფაქტი.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მამაკაცის ქცევა ორგაზმის დროს მრავალფეროვანია. ქალების მსგავსად ზოგიერთები სქესობრივი აქტის დროს ქვითინებენ, ზოგიერთები ყვირიან, ზოგი კვნესის, ერთნი ამ დროს უფრო ინტენსიურად სუნთქავენ, მეორენი უფრო ნაკლებად, მაგრამ ორგაზმის დასრულებას ჩვეულებრივ ღრმა სუნთქვა ახლავს. ქალებისათვის ზოგჯერ ძნელად შესამჩნევია მამაკაცის ორგაზმის დადგომა. განსაკუთრებით მაშინ, თუ პარტნიორი სქესობრივი აქტის დროს მძიმედ სუნთქავს და ძლიერი ტემპერამენტის მქონე მამაკაცთა ჯგუფს არ მიეკუთვნება, ან ქალს საშო არ აქვს ძლიერ მგრძნობიარე ან მამაკაცი იყენებს დამცავ საშუალებას (პრეზერვატივს). რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”


webმამაკაცის სქესობრივი ემოციები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!