შთაგონების ტყვეობაში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

ორსულობის დროს თქვენ შეიძლება საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ისეთი ნიჭი, რომელზეც ადრე არც გიფიქრიათ! და ეს შესანიშნავია, რადგან დედის შემოქმედება აუცილებლად აისახება ბავშვის განვითარებაზეც.
ბავშვის პირველი წარმოდგენები ცხოვრებაზე ყალიბდება ორსულობის პერიოდში დედის მიერ განცდილი შთაბეჭდილებებიდან.
შემთხვევითი არაა, რომ სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებებში არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე ქალი დადებით ემოციებს უნდა განიცდიდეს, მაშინ ბავშვი დაიბადება ლამაზი, ჯანმრთელი და ნიჭიერი.
როცა ქალი გატაცებულია ბუნებით ან მსოფლიო ფერწერის შედევრებით, უსმენს კარგ მუსიკას, დაკავებულია ხელსაქმით ან, უბრალოდ, ტკბება ცხოვრებით, ამით ბავშვიც გაიგებს, რა არის სილამაზე, სიხარული და ჰარმონია.
ეს ცოდნა ეხმარება მას განვითარებაში და ამქვეყნად მოვლენაში. საკუთარი ორსულობისადმი სათუთი ემოციური დამოკიდებულება, გარემომცველი სამყაროს სიყვარული (რომელსაც თქვენი პატარა უნდა მოევლინოს) წარმატებული მშობიარობის საწინდარია.
ამჟამად არსებობს ბავშვის მუცლად ყოფნის განვითარების უამრავი მეთოდიკა. ისინი ასწავლიან ფეხმძიმეს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ხელოვნების სამყაროს, რომ ამან სარგებლობა მოუტანოს ბავშვს.
ეს კონტაქტი არა მხოლოდ აღქმის საშუალებით ხდება, (მუსიკის მოსმენა, მუზეუმებსა და გამოფენებზე სიარული, ლექსების კითხვა) არამედ მომავალ დედას თვითონ შეუძლია გახდეს ”ხელოვნების ნიმუშის”ავტორი. მაშ რატომ ურჩევენ ფსიქოლოგები ქალს მაინცდამაინც ორსულობის დროს დაკავდეს ხელოვნებით?
პირველ რიგში, თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენით, ქმნით პირობებს იმისათვის, რომ თქვენი შვილი დაიბადოს გაცილებით მაღალი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალით.

გარდა ამისა, ასეთი საქმიანობის დროს იწყება ურთიერთობა ბავშვთან.
თქვენ უფრო კარგად აღიქვამთ თქვენი შვილის სამყაროს სიმღერებით, ნახატებით და ხელსაქმით, სწავლობთ სიყვარულის გამოხატვას თქვენი შვილის მიმართ მის დაბადებამდე.
ეს უნარ-ჩვევები ნამდვილად არ აღმოჩნდება ზედმეტი, როდესაც პატარა დაიბადება.
პრაქტიკულად ყველა ორსული ქალი განიცდის გაძლიერებული ემოციურობის განსაკუთრებულ პერიოდს. შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ მიმდინარე ცვლილებები, გაითავისოთ ახალი შინაგანი განცდები, მოიშოროთ ნეგატიური ემოციები.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი ატმოსფერო გარდაქმნის ქალის არა მხოლოდ შინაგან სამყაროს, არამედ ავსებს მის ცხოვრებას ახალი ნათელი შთაბეჭდილებებით, აფართობს მსოფლმხედველობას, აყალიბებს ნაყოფიერ ურთიერთობას საინტერესო ადამიანებთან. 

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის