ვიტამინები ორსულობისას

ვიტამინები ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ოჯახის დაგეგმვის ტესტები ,,ამაზონზე”
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

მომავალ დედებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები: როგორ იკვებონ, რომელი ვიტამინები მიიღონ და რა დოზით. შევეცადოთ ამ საკითხის გარკვევაში. ორსულობის დროს ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე მატულობს 1,5-ჯერ.
ამიტომ ყველა ქალი ცდილობს ორსულობისას მიიღოს პოლივიტამინური პრეპარატები. რასაკვირველია, ყველაზე იოლია ტაბლეტის გადაყლაპვა, თუმცა ყოველთვის უნდა შეეცადოთ, რომ ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ საკვებით.
საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი რომ ნატურალური ვიტამინებს უკეთ ითვისებს, ვიდრე ქარხნულ პირობებში დამზადებულს.
საჭმლის მომზადებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები.
გახსოვდეთ, რომ ვიტამინების უმრავლესობას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ხანგრძლივად შენახვა (იშლებიან 3-7 დღეში) და ზედმეტად სითბური დამუშავება. ბოსტნეული შეინახეთ გრილ ადგილზე და ნაცვლად შეწვისა და მოხარშვისა, უპირატესობა მიანიჭეთ მომზადების ალტერნატიულ მეთოდს.
მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია გამომცხვარი (გამომუშავდება კალიუმი, ადგილი არა აქვს ვიტამინების ,,გამორეცხვას“). ახალგაზრდა კომბოსტო – ზეთმოსხმული სალათის სახით.
თევზი უმჯობესია მოამზადოთ ორთქლზე, ლიმონით, – უკეთ ხდება D ვიტამინის ათვისება. გახეხილ სტაფილოს საუზმეზე დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ზეთი – ორგანიზმი მიიღებს მაქსიმალურად ცხიმში ხსნად A ვიტამინს.
ციტრუსისა და ვაშლის წვენი მიიღეთ მხოლოდ ახლადგამოწურული, ვინაიდან C ვიტამინი და რკინა ჰაერთან შედიან რეაქციაში.
და არ დაგავიწყდეთ – მომავალი დედის კვებაში მთავარია მრავალფეროვნება!

ვიტამინების დოზირება ორსულობის დროს

ვიტამინები მოზრდილთათვის ორსულებისათვის
ვიტამინი A (რეტინოლი) 2500-მდე 2500-მდე სე
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) სე
ვიტამინი B1 (თიამინი) 1,0 – 1,5 1,5 – 2,0 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 1,1 – 3,0 1,5 – 2,0 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი, ნიაცინი) 10 – 20 15 – 20 მგ
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) 4 – 7 4 – 7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 1,5 – 2,2 2,5 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 0,2 – 0,4 0,8 – 1 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 2,0 – 3,0 3,0 – 4,0 მკგ
ვიტამინი C (ასკობინის მჟავა) 50 – 60 70 – 100 მგ
ვიტამინი D (კალციფეროლები) 200 – 400 400 – 600 სე
ვიტაკინი E (ტოკოფეროლი) 7 – 10 10 – 15 სე
ვიტამინი H (ბიოტინი) 30 – 100 30 – 100 მკგ
ვიტამინი K 45 – 80 65 მკგ
მიკროელემენტები მოზრდილთათვის ორსულებისათვის
რკინა 10 – 15 30 – 60 მგ
იოდი 150 175 – 200 მკგ
კალციუმი 500 – 1000 1000 – 1200 მგ
მაგნიუმი 270 – 400 320 – 355 მგ
მანგანუმი 2,0 – 5,0 2,0 – 5,0 მგ
სპილენძი 1,5 – 3,0 1,5 – 3,0 მგ
მოლიბდენი 75 – 250 75 – 250 მკგ
სელენი 45 – 70 65 – 75 მკგ
ფოსფორი 800 – 1000 1200 მგ
ქრომი 50 – 200 50 – 200 მკგ
თუთია 10 – 15 15 – 20 მგ

ორსულობის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება E ვიტამის, ე. წ. ტოკოფეროლს.
მას სხვაგვარად ,,ქალის ვიტამინსაც“ უწოდებენ.
ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრებში, ვინაიდან ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას ადრულ სტადიბზე და მონაწილეობს ნაყოფის სუნთქვის სისტემის ფორმირებაში.

გარდა ამისა, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ჟანგბადით უჯრედების გაჯერებას. ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება ამ ვიტამინზე 15 სე-ია.
მას შეიცავს მცენარეული ზეთი, კაკალი და ხორბლის პროდუქტები. დიეტოლოგები მომავალ დედებს ურჩევენ, რომ დროებით დაივიწყონ თეთრი რაფინირებული ფქვილისაგან დამზადებული პური და მიირთვან დაუმუშავებელი ფქვილისაგან დამზადებული პური. >> ორსულობა, მშობიარობა

აღებულია waiting4baby.ru/zdorove-mamy/vitaminy-beremennost/


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის