პლაცენტის ნაადრევი აშრევება

პლაცენტის ნაადრევი აშრევება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები ,,ამაზონზე” >>
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები 
დედის რძის შესანახი ბოთლები 
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
კომპრესიული წინდები ქალებისათვის 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

მიზეზები

დედის სისხლძარღვოვანი დაავადებები (ორსულთა გვიანი ტოქსიკოზების მძიმე ფორმები, ჰიპერტონული დაავადება, ნეფრიტები და სხვ.), საშვილოსნოს ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები, პლაცენტის დეგენერაციული ცვლილებები (დაგვიანებული ორსულობა, ჰიპოვიტამინოზები), საშვილოსნოს გადაჭიმვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ზომის ნაყოფი).
სისხლის დაგროვება აშრევებულ პლაცენტასა და საშვილოსნოს კედელს შორის იწვევს რეტროპლაცენტური ჰემატომის განვითარებას, რომელიც მატულობს მოცულობაში და ჟღენთავს საშვილოსნოს კედელს სისხლით. თუკი სისხლი აღწევს საშვილოსნოს კედელსა და გარსებს შორის, მაშინ ვითარდება გარეგანი სისხლდენა. დედის სისხლმიმოქცევაში რეტროპლაცენტურმა  სისხლის შეღწევამ, რომელიც მდიდარია თრომბოპლასტური ნივთიერებით, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოფიბრინოგენემიის მდგომარეობა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დამოკიდებულია შინაგანი სისხლდენის ძალაზე. მცირე ზომის რეტროპლაცენტური ჰემატომა შესაძლებელია კლინიკურად არ გამოვლინდეს.
ძლიერი სისხლდენის დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი მუცელში, საშვილოსნო მკვრივდება, მუცელი შებერილია, მტკივნეულია ჰემატომის არე. არტერიული წნევა ქვეითდება, პულსი გახშირებულია. გარეგანი სისხლდენის დროს ანემიის ხარისხი არ შეესაბამება სისხლდაკარგვის ხარისხს. ნაყოფში სწრაფად ვითარდება მუცელშიგა ასფიქსია.

დიაგნოზი

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პლაცენტის წინმდებარეობასთან, საშვილოსნოს გასკდომასთან, საკვერცხის ფეხის გადაგრეხვასთან, პერიტონიტთან ორგანოს გახვრეტის გამო.

მკურნალობა

ძლიერი სისხლდენისა და ბუნებრივი მშობიარობის პირობების არქონისას, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა, თუნდაც მკვდარი ნაყოფის დროს.
საშვილოსნოს კედლის მნიშვნელოვანი გაჟღენთა სისხლით წარმოადგენს ჩვენებას საშვილოსნოს ამპუტაციისა. მშობიარობის დროს ხსნიან სანაყოფო ბუშტს, ადებენ სამეანო მაშებს ან ვაკუუმ-ესქტრაქტორს.
მშობიარობის მე-3 პერიოდში ატარებენ მომყოლის ხელით მოხსნასა და გამოტანას, არ ელოდებიან მის დამოუკიდებლად დაბადებას (ჰიპოტონური სისხლდენის საფრთხე). ტარდება ჰიპოტონური სისხლდენისა და ჰიპოფიბრინოგენემიის პროფილაქტიკა.
 გადასვლა > გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..