პლაცენტის წინმდებარეობა

პლაცენტის წინმდებარეობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები ,,ამაზონზე” >>
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები 
დედის რძის შესანახი ბოთლები 
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
კომპრესიული წინდები ქალებისათვის 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ძირითადი მიზეზებია: საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დისტროფიული ცვლილებები, განვითარებული აბორტებისა და მშობიარობის შემდეგ, საშვილოსნოს სიმსივნეები და განვითარების ანომალიები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პლაცენტარული ქსოვილით საშვილოსნოს შიგნითა პირის დახურვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ პლაცენტის სრულ და არასრულ წინმდებარეობას. თუკი პირის გახსნისას 4-6 სმ-ით პლაცენტარული ქსოვილი ყველგან აღინიშნება, მაშინ ლაპარაკობენ პლაცენტის სრულ წინმდებარეობაზე; თუკი ასეთივე გახსნისას პლაცენტასთან ერთად აღინიშნება ასევე გარსები, მაშინ წინმდებარეობა ნაწილობრივია.
გარდა წინმდებარეობისა, გამოყოფენ პლაცენტის ქვევით მდებარეობას, როდესაც იგი მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, არ აღწევს შიგნითა პირის კიდეებს.
სრული წინმდებარეობის დროს სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან ჩვეულებრივ აღინიშნება ორსულობის ბოლოს, ხოლო არასრული წინმდებარეობისას – მშობიარობის დასაწყისში. სისხლდენა იწყება უეცრად და თან არ ახლავს ტკივილები.
ზოგჯერ სისხლდენა ჩაცხრება და გადადის ხანგრძლივ, პერიოდულად განახლებად სისხლიანი გამონადენში. სისხლდენა იწვევს ანემიას, რომლის ხარისხი შეესაბამება გარეგან სისხლდაკარგვას.
პლაცენტის წინმდებარეობის დროს სისხლდენა ხდება საშვილოსნოს სისხლძარღვიდან;
ნაყოფი სისხლს არ კარგავს. თუმცა ნაყოფს ემუქრება ასფიქსია, ვინაიდან პლაცენტის აშრევებული ნაწილი არ მონაწილეობს მის აირთა ცვლაში. დიაგნოზი ემყარება ანამნეზისა და ობიექტური გამოკვლევების მონაცემებს.
ორსულობის ბოლო თვეებში ნებისმიერი სისხლდენა ეჭვს ბადებს პლაცენტის წინმდებარეობაზე. გარეგნული სამეანო დათვალიერებით ყურადღებას აქცევენ წინამდებარე ნაწილის შედარებით მაღალ დგომას. არაიშვიათად აღინიშნება მენჯით წინმდებარეობა და ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა.

დიაგნოზი

დიაგნოზს აზუსტებენ საშოსმხრივი გამოკვლევით, რომელიც ყოველთვის უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, ასეპტიკისა და ანტოსეპტიკის წესების დაცვით. ჩვულებრივ შიგა პირის იქით პალპირდება ღრუბლისებრი ნივთიერება; საშვილოსნოს დახურული ყელის დროს დიაგნოზის დასმა ხდება საშოს თაღების დამახასიათებელი პასტოზურობითა და სისხლძარღვების პულსაციით. გამოკვლევას ამთავრებენ საშვილოსნოს ყელისა და საშოს კელდების დათვალიერებით სარკეების დახმარებით, რათა გამოირიცხოს სისხლდენა ამ ორგანოებიდან. დამატებით იყენებენ ულტრაბგერით გამოკვლევას და სხვ.

მკურნალობა

საჭიროა ორსულის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება შესაბამისი მკურნალობა. მოსალოდნელი სისხლდენასთან დაკავშირებით აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. არ შეიძლება ორსულის გამოწერა სტაციონარიდან, სისხლდენის განმეორების საშიშროებასთან დაკავშირებით. მშობიარობას ატარებენ სამეანო სიტუაციის გათვალისწინებით. მოუმზადებელი სამშობიარო გზების დროს და ძლიერი სისხლდენისას ნაჩვენებია აბდომინური საკეისრო კვეთა.
საკეისრო კვეთის აბსოლუტური მაჩვენებელია პლაცენტის სრული წინმდებარეობა, ასევე ნაწილობრივი წინმდებარეობა, რასაც თან ახლავს ძლიერი სისხლდენა. პლაცენტის არასრული წინმდებარების დროსა და ზომიერი სისხლდენისას ხსნიან სანაყოფო ბუშტს.
ნაყოფის ექსტრაქცია საშვილოსნოს ყელის არასრული გახსნისას აბსოლუტურად უკუნაჩვენებია (საშვილოსნოს გახევა!). მომყოლის დაბადების შემდეგ აუცილებელია საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სარკეების მეშვეობით. გადასვლა > გინეკოლოგია, მეანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაცენტის წინმდებარეობა – (placenta praevia) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება პლაცენტის არასწორი მიმაგრებით საშვილოსნოს კედელზე, რომლის დროსაც მისი ნაწილი მდებარეობს საშვილოსნოს შიგნითა პირის მიდამოში.  


პლაცენტის წინამდებარეობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 პლაცენტის წინამდებარეობა
🔎 პლაცენტის წინამდებარეობის ძირითადი მიზეზებია:
✔ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დისტროფიული ცვლილებები;
✔ საშვილოსნოს სიმსივნეები;
✔ განვითარების ანომალიები
📌 პლაცენტარული ქსოვილით საშვილოსნოს შიგნითა პირის დახურვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ:
➡️ პლაცენტის სრულ წინამდებარეობას – როდესაც პირის გახსნისას 4-6 სმ-ით პლაცენტარული ქსოვილი ყველგან აღინიშნება;
➡️ პლაცენტის არასრულ წინმდებარეობას – როდესაც ასეთივე გახსნისას პლაცენტასთან ერთად აღინიშნება ასევე გარსები;
📍 გარდა წინმდებარეობისა, გამოყოფენ პლაცენტის ქვევით მდებარეობას, როდესაც იგი მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, არ აღწევს შიგნითა პირის კიდეებს.
👉 შეიტყვეთ მეტი პლაცენტის წინამდებარეობის შესახებ – https://bit.ly/3GvrFV0
#პლაცენტისწინამდებარეობა #პლაცენტისმდებარეობა #პლაცენტისქვემოთმდებარეობა #პლაცენტისარასრულიწინამდებარეობა #პლაცენტისსრულიწინამდებარეობა #ორსულობა #ნაყოფი #ნაყოფისგანვითარება #ლორწოსდისტროფია #საშვილოსნოსსიმსივნეები #განვითარებისანომალიები #ნაყოფისმდებარეობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.