მშობიარობის შემდგომი პელვიოპერიტონიტი

მშობიარობის შემდგომი პელვიოპერიტონიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება 
დედის რძის გამოსაწველი აპარატები ,,ამაზონზე”
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვითარდება მშობიარობიდან 1-2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვევით, მეტეორიზმი, შჩოტკინ-ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება.
მუცლის ქვედა ნაწილში პალპირდება მოსაზღვრე ღარი, რომელიც შემოფარგლავს ანთებით პროცესს მენჯში. საშოსმხრივი გამოკვლევით თავდაპირველად აღინიშნება საშოს უკანა თაღის მკვეთრი მტკივნეულობა. ბოლო დღეებში მკაფიოდ პალპირდება ექსუდატი, რომელიც გამობერავს საშოს უკანა თაღს გუმბათისებურად.  

მკურნალობა

ნაჩვნებია მკაცრი წოლითი რეჟიმი, ტკივილგამაყუჩებელი, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საგულე საშუალებები.
საშოსუკანა თაღის გამობერვისას და ექსუდატის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგროვებისას – კოლპოტომია და დრენირება. მწვავე მოვლენების ჩაცხრომის შემდეგ – ფიზიოთერაპია და კურორტული მკურნალობა. გადასვლა > გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.