ჭიპლარის დამუშავება

 ჭიპლარის დამუშავება

ჭიპის ჭრილობა შესაძებელია გახდეს ინფექციის შეჭრის კარი; ინფექციის განვითარებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი. ახალშობილის ჭიპის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დაცვას.


❖ საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ჭიპის დამუშავების წინ მეანი იბანს ხელებს, ისევე როგორც ოპერაციის წინ. ჭიპს აცილებელ ორ ეტაპად.

პირველი ეტაპი – ჭიპის რგოლიდან 15 სმ-ის დაშორებით ადებენ ერთ მომჭერს, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით კი მეორეს. მომჭერებს შორის ჭიპს ამუშავებენ 96%-იანი სპირტით და ჭრიან სტერილური მაკრატლით. მოკვეთის ადგილს უსმევენ იოდის 5%-იან ხსნარს, ჭიპის ნარჩენს ახვევენ სტერილურ სალფეთქში და ბავშვი გადაჰყავთ შესახვევ მაგიდაზე ჭიპის ნარჩენის შემდგომ დასამუშავებლად.

მეორე ეტაპი – ჭიპის ბოლოს ამუშავებენ სპირტით და კვანძავენ მსხვილი აბრეშუმის ძაფით 1,5-2 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან. ამჟამად აბრეშუმის ლიგატურის ნაცვლად ადებენ როგოვინის მეტალის სამაგრს. ლიგატურის დადების შემდეგ ჭიპის ნარჩენს მოკვეთენ გადაკვანძვის ადგილიდან 2-3 სმ-ის დაცილებით. ჭიპის ნარჩენს ახვეევენ დოლბანდის სალფეთქში, რომლის ბოლოსაც ახევენ ჭიპის რგოლთან.

რეზუს-კინფლიქტის დროს ჭიპს კვანძავენ 5 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების მიხედვით ჩატარდეს სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა ახალშობილისათვის. გადასვლა >> მეანობა

იხ. სტატია ,,ახალშობილის ჭიპის მოვლა”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ჭიპლარის დამუშავება

.