მწვავე სპინალური ეპიდურიტი

მწვავე სპინალური ეპიდურიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე სპინალური ეპიდურიტიზურგის ტვინის ეპიდურული ქსოვილის კეროვანი ჩირქოვანი ანთება.

მწვავე სპინალური ეპიდურიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება წარმოიქმნება როგორც ნებისმიერი ლოკალიზაციის ჩირქოვანი ინფექციის, ასევე ხერხემლის სეპტიკოპიემიისა და ოსტეომიელიტის გართულება.

მწვავე სპინალური ეპიდურიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ზოგადი ინფექციური გართულებების ფონზე (მაღალი ტემპერტურა, ნეიტროფილოზი, ედსის მომატება, ზოგადი მძიმე მდგომარეობა) წარმოიქმნება ინტენსიური ფესვური ტკივილები. ამ ფონზე სწრაფად ვლინდება პარა – ან ტეტრაპლეგია, მგრძნობელობის მოშლა აბსცესის დონის ქვევით და მენჯისმიერი დარღვევები. წელის ჩხვლეტა ავლენს სუბარაქნოიდული სივრცის ამა თუ იმ ხარისხის ბლოკადას; ლუმბური პუნქცია დასაშვებია მხოლოდ კერის ლოკალიზაციისას კისრის ან გულმკერდის არეში; გავა-წელის არეში ლოკალიზაციის დროს გარდაუვალია ინფექციის შეტანა ქსელქვეშა სივრცეში, რაც იწვევს ჩირქოვანი მენინგიტის განვითარებას. ეპიდურიტის დიაგნოზის დადგენა შედარებით იოლია და დაფუძნებულია ზოგადინფექციური სიმპტომების შერწყმაზე ფესვურ-სპინურთან. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ეპიდურიტის დიფერენცირება განივი მიელიტისაგან. იმასთან დაკავშირებით, რომ იზოლირებული მიელიტი ძალიან იშვიათი დაავადებაა, ყველა საეჭვო შემთხვევაში პრიორიტეტი ეძლევა ეპიდურიტს, რომელიც მოითხოვს აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას. ნაჩვენებია მიელოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მწვავე სპინალური ეპიდურიტი – მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია: ლამინექტომია და ჩირქოვანი კერის მოცილება. ოპერაციამდე და მის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკები მასიური დოზებით.

მწვავე სპინალური ეპიდურიტი – პროგნოზი. დროული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, როგორც წესი, დგება გამოჯანმრთელება. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ზურგის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, დამბლები, უროგენული ინფექცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები