დისტროფული მიოტონია

დისტროფული მიოტონია myotonic dystrophy

დისტროფული მიოტონია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მიოპათიისა და მიოტონიის შერწყმით.

დისტროფული მიოტონია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. სავარაუდოდ მემბრანების ლიპიდური ელემენტების სისტემური ანომალია.

დისტროფული მიოტონია – სიმპტომები, მიმდინარეობა. დავაადების პირველი გამოვლინებაა მიოტონია, რომელიც წარმოიქმნება 15 და 40 წლის ასაკს შორის პერიოდში. მიოტონიას შემდგომში ერთვის სახის, კისრისა და კიდურების დისტალური ნაწილების კუნთების ატროფია. კუნთოვან დეფექტს თან ახლავს გულის დაზიანება, კატარაქტა, ჰიპოგონადიზმი, შუბლის გამელოტება, რესპირატორული უკმარისობა. დაავადება გრძელდება წლობით, ხდება ავადმყოფის ნელი დაინვალიდება. სიკვდილის მიზეზია – გულის დაზიანება ან პნევმონია.

დისტროფული მიოტონია – მკურნალობა. საშუალებები, რომლებიც ამსუბუქებენ მიოტონიას, ასევე სიმპტომური ღონისძიებები.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისტროფიული მიოტონია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მიოპათიისა და მიოტონიის შერწყმით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. სავარაუდოდ მემბრანების ლიპიდური ელემენტების სისტემური ანომალია. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების პირველი გამოვლინებაა მიოტონია, რომელიც წარმოიქმნება 15 და 40 წლის ასაკს შორის. შემდგომში ერთვის სახის, კისრისა და კიდურების დისტალური ნაწილების კუნთების ატროფია. კუნთოვან დეფექტს თან ახლავს გულის დაზიანება, კატარაქტა, ჰიპოგონადიზმი, შუბლის გამელოტება, რესპირატორული უკმარისობა. დაავადება გრძელდება წლობით, ხდება ავადმყოფის ნელი დაინვალიდება. სიკვდილის მიზეზია – გულის დაზიანება ან პნევმონია. მკურნალობა. საშუალებები, რომლებიც ამსუბუქებენ მიოტონიას, ასევე სიმპტომური ღონისძიებები.